„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
„მუხლი 762. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის წარდგენის ზოგიერთი დროებითი წესი
1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის წარდგენისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ასევე უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.
3. უმაღლესი საბჭოს 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.
4. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული ქალი წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკური პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული მამაკაცი წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. თუ აღნიშნულმა უმაღლესი საბჭოს წევრობის ქალმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მისი მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ აღნიშნულმა უმაღლესი საბჭოს საბჭოს წევრობის მამაკაცმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. იგივე წესი ვრცელდება უმაღლესი საბჭოს წევრობის ყოველ მომდევნო შესაბამის კანდიდატზე, თუ უმაღლესი საბჭოს წევრობის წინა შესაბამისმა კანდიდატმა 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამისი კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.“.
ბათუმი, 18 მაისი 2023 წ. N68-IIს
|