,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№132/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.035.012.985
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 10/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.012.985

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №132/ნ

2009 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანების (სსმ III, 23.01.2008 წ., №10. მუხ. 135) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე კონტროლს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.“.

2. მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე – 48-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება.“.

3. მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უკანონო სამედიცინო, საექიმო, ფარმაცევტულ, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ფაქტების, სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;“.

4. მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;“.

5. მე-2 მუხლის ,,ც“ და ,,ძ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ც) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;

ძ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.“.

6. მე-2 მუხლის ,,ჰ1“ და ჰ2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ 1) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

2) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა;“.

7. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ჰ4,, ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ჰ4) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი;“.

8. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) კონტროლის სამსახური.“.

9. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კონტროლის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

გ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა;

დ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;

ე) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიმდინარეობის და მოცულობის შესწავლა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების კონტროლი;

ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;

თ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღ-მზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი.“.

10. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე–48-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა.“.

11. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;

12. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

დ) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“.

13. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;“.

14. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს ,,ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მომზადება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი