ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 03.06.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №372
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 09/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №372
2004 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №140 ბრძანება „
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეს დებულება შემუშავებულია „
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
მუხლი 2🔗. სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. სამინისტროს სისტემაში, მოსამსახურეთა კატეგორიის მიხედვით, მოქმედებს შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „
საგადასახადო სამსახურის”.
3. სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „
საბაჟო სამსახურის”.
4. ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში მოქმედებს შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი.
მუხლი 3🔗. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ინსპექტორი, უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) III კლასის ინსპექტორი, ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) II კლასის ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) I კლასის ინსპექტორი, კაპიტანი – 3 წელი;
ე) III კლასის მრჩეველი, მაიორი – 4 წელი;
ვ) II კლასის მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ზ) I კლასის მრჩეველი, პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.
3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები განისაზღვრება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 4🔗. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) ფინანსური პოლიციის გენერალ-
მაიორი – პოლიციის უფროსი, პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პოლიციის სამმართველოს უფროსი, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – პოლიციის სამსახურის უფროსი, პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
დ) მაიორი – პოლიციის მთავარი ბუღალტერი, პოლიციის კანცელარიის უფროსი, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი, უფროსი გამომძიებელი;
ე) კაპიტანი – პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, გამომძიებელი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი, უფროსი ბუღალტერი;
ზ) ლეიტენანტი – ოპერატიული თანამშრომელი, ინსპექტორი, სპეციალისტი ბუღალტერი, რეფერენტი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – პოლიციელი, ოპერატორი.
მუხლი 5🔗. სპეციალური წოდების მინიჭება
1. უფროსს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს მინისტრი.
2. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ანიჭებს მინისტრი;
ბ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ პუნქტისა „
ა” ქვეპუნქტში მითითებული მოსამსახურეებისა) ანიჭებს შესაბამისად საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ან ტერიტორიული ორგანოს უფროსი, რომელსაც აქვს ამ თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება;
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.
5. უმცროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მოსამსახურეებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სამინისტროს სისტემაში რიგით თანამდებობებზე, ამასთან მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას, რომელიც ამ მოსამსახურეს გააჩნია.
6. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „
უმცროსი ლეიტენანტი” და „
უმცროსი ინსპექტორი”.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
9. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
10. პირებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო და სპეციალური წოდებები და განაგრძობენ სამსახურს სამინისტროს სისტემაში, ბოლო სამხედრო და სპეციალური წოდება ეცვლებათ ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდებით.
11. თუ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება და გასულია ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადა, სამინისტროს სისტემაში მუშაობის დაწყებისას მიენიჭება მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება ამ თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
12. მოსამსახურეებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ სამინისტროს სისტემაში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო წოდებით წელთა ნამსახურობის დრო შეიძლება ჩაეთვალოთ ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
13. სამინისტროს სისტემაში არსებული ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადასვლისას, მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
14. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ დადებითი ატესტაციის, წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
15. სამინისტროს მოსამსახურეებს, პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის, თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი და მეტი წელი და გაუვიდათ სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა.
16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
17. პირველი და მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად მოსამსახურეები წარდგენილ უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი უფროსის თანხმობით.
18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარდგენის უსაფუძვლოდ დაგვიანებისათვის შესაბამის უფროსებს ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
19. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც იგზავნება სამინისტროს კადრების სამსახურში, მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
20. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭებაზე ახორციელებს სამინისტროს კადრების სამსახური.
მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს მინისტრი, შესაბამისი ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 7🔗. სპეციალური წოდებების ჩამორთმევა
1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლოს წესით.
მუხლი 8🔗. ფინანსური პოლიციის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდების დაქვეითება
1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება ფინანსური პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებელ იქნეს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სპეციალური წოდებების ერთი საფეხურით დაქვეითება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
3. ფინანსთა მინისტრს შეუძლია წოდების აღდგენა, წოდების დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.
მუხლი 9🔗. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.