საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.05.2023
გამომცემი ორგანო №
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.149.016503
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 2 |
| 17 | 18 |
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის , საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი |
| თანამ- დებობა | სახელი |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ფორმის, აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.05.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლბამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2023 წლის 22 მაისი
ქ. კასპი
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209
3
-ე, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 240
1
მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს
:
მუხლი 1🔗
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურე გარდა, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ფორმის, აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 17 მაისის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21.05.2019, 010250000.35.149.016400).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი
დანართი №1
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შინაარსს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საჯარო მოხელე, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის 141 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლით, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და მისი შინაარსი
1. თუ
საქართველოს კანონის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093-ე მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის
საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ასევე ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 513, 533, 55-ე, 553,
642, 825, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე
,
150-ე მუხლითა და
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს;
ბ)
მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან;
გ) მესამე – ჰბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი გვარი, მისამართი პირადი N და სხვა პირადი მონაცემები; იურიდიული პირის შემთხვევაში –
სახელწოდება, იურიდიული მისამართი საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი მონაცემები);
დ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო არსი);
ე) დარღვეული სამართლებრივი ნორმა, მუხლი, ნაწილი ქვეპუნქტი);
ვ) მოწმე(ები) არსებობის შემთხვევაში (სახელი გვარი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი N; ხელმოწერა);
ზ) დაზარალებულ(ებ)ი არსებობის შემთხვევაში
(სახელი გვარი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი N; ხელმოწერა);
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;
ი) შენიშვნის შინაარსი;
კ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი;
ლ)
ოქმის შემდგენელის სახელი გვარი, ხელმოწერა თარიღი;
4. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ოქმის შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 243-ე მუხლის 2
1
ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.
5. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
6. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
7. ოქმის ფორმაზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
8. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
9. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მონაცემების შესახებ აღრიცხვას აწარმოებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი მერიის სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 4🔗.
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმეზე გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, მათ შორის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 264-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს.
3. ზედამხედველობის სამსახურმა, სამართალდარღვევის საქმის განხილვაში უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, არსებობის შემთხვევაში - დაზარალებულის, მოწმის) მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ. ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია საქმე განიხილოს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
მუხლი 5🔗.
საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შედგენის წესი
1. თუ საქართველოს კანონის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 242-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს.
2. საჯარიმო ქვითრის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: საჯარიმო ქვითარი და საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, დაისმება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის ბეჭედი იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემდგენელ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე და 273-ე მუხლებითა გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
6. საჯარიმო ქვითარის (ოქმის) პირველი ნაწილი ივსება უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და აღინიშნება;
ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი;
დ) სამართალდამრღვევი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ვ) პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;
ზ) ჯარიმის ოდენობა;
თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები და ფურცლების რაოდენობა;
ი) მიმღები მოლარე (ხელმოწერა თარიღი);
კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:
ლ)ოქმის შემდგენელის ხელმოწერა:
მ)სამართალდამრღვევის ხელმოწერა;
ნ) აღნიშვნა ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მეორე ნაწილი ( საჯარიმო ქვითრის ყუა) ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ და აღინიშნება:
ა) გადამხდელის სახელი, გვარი/დასახელება;
ბ) გადამხდელის მისამართი;
გ) გადამხდელის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) ჯარიმის ოდენობა;
ე) დარღვეული სამართლებრივი ნორმა - კოდექსი, მუხლი ნაწილი;
ვ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
ზ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მიმღები მოლარე (ხელმოწერა);
ი) შემომტანი (ხელმოწერა);
კ) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
8. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
9. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი.
10. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემდგენლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
11. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარომო ქვითრის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითარის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
12. საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესით გათვალისწინებულ ჟურნალში.
13. საჯარიმო ქვითრის შემდგენელი საჯარო მოხელე/შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
14. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საჯარო მოხელე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის მომარაგების, გაცემის, წარმოების და დაბრუნების წესი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას კასპის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. უფლებამოსილი პირისათვის (მოხელისათვის) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის გაცემა ხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში“ (ტექსტში შემდგომ – ჟურნალი).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება კასპის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით და მერიის ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი ექვემდებარება ჩამოწერას:
ა) შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯარიმო ქვითრის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ჯარიმის გადახდა
1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. იძულებითი აღსრულების შემთხვევაში გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
დანართი №2
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი
№
_____________________________
_______________ 20 წ. ______________ სთ
(ოქმის შედგენის ადგილი) (ოქმის შედგენის თარიღი და დრო)
კასპის მუნიციპალიტეტის ____________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი)
მონაცემები დამრღვევის შესახებ: ______________________________________________________
_____________________________________________________________________________________
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები)
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ:
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
(დარღვეული სამართლებრივი ნორმა, მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში):
1.__________________________________________________________ /-------------------------/
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
2. _________________________________________________________ /--------------------------/
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში):
1.________________________________________________________ /-----------------------------/
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
2.________________________________________________________ /------------------------------/
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
დამრღვევის ახსნა-განმარტება:
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო:
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
(შენიშვნის შინაარსი)
ოქმი ჩავიბარე: ___________________________________________________ /----------------/
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) (თარიღი)
ოქმის შემდგენელი: _______________________________________________
/--------------/
(სახელი, გვარი, ხელმოწერა) (თარიღი)
ბ. ა.
დამკვეთი: კასპის მუნიციპალიტეტი
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
დანართი №3
კასპის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარიმო ქვითარი №
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)
ნაწილი I
ბ. ა.
შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე, წელი)
შედგენის ადგილი: –––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი:––––––––––––––––––––––-––––––––––
სამართალდამრღვევი: –––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––-------------------------------------------------------
––––––––––––––––––––––––––––––------------------
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის
რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი,
მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა), იურიდიული
პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: –––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------
------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია: 6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------ მუხლის --------------------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ------------------ ლარის ოდენობით;
6.2. ნარჩენების მართვის კოდექსის ------------------------ მუხლის --------------------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ----------------- ლარის ოდენობით.
7.ჯარიმის ოდენობა: ––––––––––––– ლარი
8. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ----------------------------- (ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
----------------------------------------------------------------------------
საჯარიმო ქვითრის ყუა №
ნაწილი II
(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)
1.–––––––––––––––––––––––––----------------–––-------------
(გადამხდელის სახელი და გვარი / დასახელება)
––––––––––––––––––––––-----------------------------------
(გადამხდელის მისამართი)
––––––––––––––––––––––––----------------------------- (გადამხდელის პირადი / საიდენტიფიკაციო ნომერი)
4.--------------------------------------------------------------------------------------
(ჯარიმის ოდენობა)
––––––––––––––––––––––––--------------------–––––-----
(დარღვეული სამართლებრივი ნორმა – კოდექსი,
მუხლი, ნაწილი)
–––––––––––––––––––––––------------------------––-----
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
––––––––––––––––––––-------------------------------------
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
მიმღები მოლარე: ------------------------------
(ხელმოწერა)
შემომტანი: --------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ. ა.
თარიღი: –––––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე და წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო
დაწესებულების ან საჯარიმო თანხის
შემომტანის მიერ.
------------------------------------------------------------------------------
მიმღები მოლარე: ––––––––––––– –––––––––––––
(ხელმოწერა) (თარიღი)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: –––––––––– ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: –––––––––––––––----------
სამართალდამრღვევის ხელმოწერა: –––––––––––––––-----
აღნიშვნა ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ: –––––––––––––––––––––––––––––––––––----
------------------------------------------------------------------------
საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საჯარიმო ქვითარი / ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებისა და სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის კასპის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქალაქი კასპი, მ. კოსტავას ქუჩა N18) 10 დღის ვადაში გასაჩივრების შესახებ, ხოლო საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში მას განემარტა ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის 10 დღის ვადაში სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.
დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადაა საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებიდან 30 დღე. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამკვეთი: კასპის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი:
მისამართი: ქალაქი კასპი, მ. კოსტავას ქუჩა N18 სემგს-ს რეგისტრაციის N
დანართი №4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ) აღრიცხვის ჟურნალი
1.
№
გაცემის
თარიღი
ადმინისტრაც
იული სამართალ
დარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის №
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის, საჯარიმო
ქვითრის გამცემი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის, საჯარიმო
ქვითრის მიმღები
შედგენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმები,
საჯარიმო ქვითრები
თანამ-
დებობა
სახელი
გვარი
ხელმო-
წერა
თანამ-
დებობა
სახელი
გვარი
ხელმო-
წერა
საჯარიმო
ქვითრის №
თანამ-
დებობა
სახელი
გვარი
ხელმო-
წერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
2.
დაბრუნებული
(
გაუქმებული
ან
უვარგისი
)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და
საჯარიმო
ქვითრები
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერის აქტის
№
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის,
საჯარიმო
ქვითრის
№
თანამდებობა
სახელი
გვარი
შენიშვნა
17
18
19
20
21
22
23
დანართი №5
კასპის მუნიციპალიტეტის მერია
აქტი №
---- ----------------- 20 წ.
№
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის , საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი
რაოდენობა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის , საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
-------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის,საჯარიმო ქვითრის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ---------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)