კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2023 წლის 22 მაისი ქ. კასპი |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციასა და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.
ტერმინთა განმარტება
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – კასპის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კასპის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამდებობის პირებზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
ა) კასპის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს/ებს/;
ბ) კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილებისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვებისათვის.
3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა.
4. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი-ჰიბრიდი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში Plug-in მოდიფიკაცია), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.
5. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვირების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრის ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლების ხარჯი;
თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
კ) შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
6. შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის.
7. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა − სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე ოთხჯერ. ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
8. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში.
9. ამ მუხლის მე8 პუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
10.ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი), ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში.
11. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.
12. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.
13. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.
14. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას − ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.
15. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევასა და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით.
16. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ფასი).
17.მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
18. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: III კლასის და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
დანართი №2
1. III კლასის მსუბუქი ავტომობილი გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:
ა) ზოგადი დანიშნულებით:
ა.ა) სამორიგეო;
ა.ბ) მომარაგების;
ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
ბ) განპიროვნებული:
2. III კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ის შესაბამისად.
3.. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №2-ის შესაბამისად.
4. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №3-ის შესაბამისად.
5. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №4-ის შესაბამისად.
6. III კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
7. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
8. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
9. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;
ბ) პიკაპი;
გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით.
2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილ №5-ის შესაბამისად.
3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
4. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
5. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.
|