პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.05.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №186
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,910 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სააგენტო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოციალური მომსახურების სააგენტო
მუხლი 2
პროგრამა
პილოტური პროგრამა „ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ (ERTAD – Empowerment, Resilience, Transformation and Development), რომელიც ითვალისწინებს მხარდაჭერით ინტერვენციებს ოჯახების გაძლიერებისათვის
მუხლი 2
პროგრამის მონაწილე
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საპილოტე რეგიონებში, ჰყავთ 3 ან მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულები არ აღემატება 120 001-ს. პროგრამაში მონაწილე ოჯახების სავარაუდო რაოდენობა არ აღემატება 780 შინამეურნეობას და მათ გადანაწილებას, საპილოტე რეგიონებისა და სარეიტინგო ქულების რანჟირების მიხედვით, უზრუნველყოფს სააგენტო
მუხლი 2
მაძიებელი ოჯახი
ოჯახი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ჩაერთოს პროგრამაში „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებამდე
მუხლი 2
პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობა (ან შინამეურნეობა)
პროგრამის მონაწილე ოჯახი, რომელთანაც გაფორმებულია „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება
მუხლი 2
ოჯახების გაძლიერების კონსულტანტი
სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს მაძიებელი ოჯახებიდან შესაძლებლობებისა და უნარების შეფასებით სავარაუდო შინამეურნეობების იდენტიფიცირებას და „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის მხარდაჭერით ინტერვენციებს, თუ სხვა საჭირო ღონისძიებებს
მუხლი 2
განვითარების სამოქმედო გეგმა
შინამეურნეობის სიღარიბის დაძლევის ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც შინამეურნეობის უნარებისა და შესაძლებლობის შესაბამისად გაწერილია შინამეურნეობის ეკონომიკური გეგმა, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნები და ამოცანები, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალიზებისათვის საჭირო კონკრეტული ქმედებების განხორციელების ვადები. 2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ წესში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ ზონა 90% 19.12.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 89% 02.03.2026 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 30.12.2025 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 20.01.2026 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 88% 31.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №186 2023 წლის 22 მაისი ქ. თბილისი პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პილოტური პროგრამა − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“ თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ (პროგრამული კოდი: 27 02 02) პროგრამის „სოციალურად დაუცველი ოჯახების ფულადი დახმარების“ (პროგრამული კოდი: 27 02 02 02) ქვეპროგრამით  გათვალისწინებული ასიგნებებიდან. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი პილოტური პროგრამა − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, მდგრადი, მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ჩართულობისა და ინკლუზიის საფუძველზე, მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება და დაფუძნებულია არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) პროგრამა – პილოტური პროგრამა „ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ (ERTAD – Empowerment, Resilience, Transformation and Development), რომელიც ითვალისწინებს მხარდაჭერით ინტერვენციებს ოჯახების გაძლიერებისათვის; გ) პროგრამის მონაწილე – „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საპილოტე რეგიონებში, ჰყავთ 3 ან მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულები არ აღემატება 120 001-ს. პროგრამაში მონაწილე ოჯახების სავარაუდო რაოდენობა არ აღემატება 780 შინამეურნეობას და მათ გადანაწილებას, საპილოტე რეგიონებისა და სარეიტინგო ქულების რანჟირების მიხედვით, უზრუნველყოფს სააგენტო; დ) მაძიებელი ოჯახი – ოჯახი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ჩაერთოს პროგრამაში „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებამდე; ე) პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობა (ან შინამეურნეობა)პროგრამის მონაწილე ოჯახი, რომელთანაც გაფორმებულია „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება; ვ) ოჯახების გაძლიერების კონსულტანტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს მაძიებელი ოჯახებიდან შესაძლებლობებისა და უნარების შეფასებით სავარაუდო შინამეურნეობების იდენტიფიცირებას და „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის მხარდაჭერით ინტერვენციებს, თუ სხვა საჭირო ღონისძიებებს; ზ) განვითარების სამოქმედო გეგმა – შინამეურნეობის სიღარიბის დაძლევის ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც შინამეურნეობის უნარებისა და შესაძლებლობის შესაბამისად გაწერილია შინამეურნეობის ეკონომიკური გეგმა, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნები და ამოცანები, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალიზებისათვის საჭირო კონკრეტული ქმედებების განხორციელების ვადები. 2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ წესში. მუხლი 3🔗. პროგრამის მოდელი 1. პროგრამის მოდელი შემუშავებულია „სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა საქართველოში Ultra Poor Graduation გზით“ (UPG) პროექტის ფარგლებში და, სიღარიბის მრავალგანზომილებიანი ხასიათის გათვალისწინებით, წარმოადგენს დროში გაწერილი ინტერვენციების თანმიმდევრულ ერთობლიობას, ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს ღარიბი ოჯახების პირველი რიგის საჭიროებების მოგვარებას, მათი შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერებას, რათა ამ ოჯახებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა საარსებო წყაროებზე და შეძლონ დამოუკიდებლად ფუნქციონირება.   2. პროგრამის მოდელი ითვალისწინებს შემდეგი მხარდაჭერითი ინტერვენციების (ძირითადი კომპონენტების) განხორციელებას: ა) სოციალური დაცვა – მოიცავს პრევენციულ, დამცავ და ხელშემწყობ მექანიზმებს, გასავლების შემცირებისა და საბაზისო შემოსავლის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, სოციალურ დახმარებებზე, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას; ბ) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა – ოჯახს უზრუნველყოფს შემოსავლის რეგულარული და სხვადასხვა წყაროთი. ინტერვენცია მოიცავს მხარდაჭერას საარსებო წყაროს შესაქმნელად ან/და ფორმალურ დასაქმებასთან დასაკავშირებლად; გ) ფინანსური განათლების ხელშეწყობა – უზრუნველყოფს რისკების მართვის უნარების შეძენასა და ოჯახის ფინანსურ გაძლიერებას. ინტერვენცია მოიცავს მხარდაჭერას სხვადასხვა საქველმოქმედო, საკრედიტო/საფინანსო და სადაზღვევო მექანიზმებზე; დ) საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა – ხელს უწყობს ოჯახის წევრთა თემში ინტეგრაციას და ქცევის პოზიტიურ ცვლილებას. ინტერვენცია მოიცავს მხარდაჭერას ბაზისურ უნარებში, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი თანასწორობის დამკვიდრებას, თვითშეფასების ამაღლებას. მუხლი 4🔗. პროგრამის სამიზნე რეგიონები პროგრამის განხორციელების საპილოტე რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამეგრელო. მუხლი 5🔗. პროგრამის ღონისძიებები და განხორციელების მეთოდები 1. პროგრამის ღონისძიებები დაკავშირებულია საპილოტე მომსახურებების მიწოდებასთან და მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ა) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ მაძიებელ ოჯახებში ვიზიტი, მათი შესაძლებლობებისა და უნარების შეფასება, სააგენტოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, პოტენციური შინამეურნეობების იდენტიფიცირების მიზნით; ბ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგები, საპილოტე რეგიონების მიხედვით, წარედგინება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას – რეგიონულ საკოორდინაციო მექანიზმს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მაძიებელი ოჯახების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმი, ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას შინამეურნეობის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის („თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის) თაობაზე; გ) რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მაძიებელ ოჯახებთან „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება; დ) შინამეურნეობების ეკონომიკური შესაძლებლობების კვლევა, სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობების გათვალისწინებით, კონკრეტული და შესაბამისი ეკონომიკური ინტერვენციის მიდგომების განსაზღვრის მიზნით; ე) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება პროგრამის მონაწილე შინამეურნეობის მამრობითი და მდედრობითი სქესის წევრების დიფერენცირებულ შესაძლებლობებსა და რესურსებზე, ეკონომიკური ინტერვენციების კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრით საარსებო წყაროს უზრუნველყოფის მიზნით; ვ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ შინამეურნეობის წევრების ინდივიდუალური კონსულტაცია პიროვნულ და შრომითი უნარების განვითარებაზე, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ხელმისაწვდომ სოციალურ სერვისებში ჩართულობის ხელშეწყობა (დახმარება განაცხადის შევსებაში, დოკუმენტაციის შეგროვებაში და ა. შ.); ზ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის ხელმძღვანელობით შინამეურნეობებისთვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი მიდგომების შერჩევა, შინამეურნეობის წევრის (წევრების) შესაძლებლობებისა და არსებული შრომის ბაზრის გათვალისწინებით; თ) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის მიერ თითოეული შინამეურნეობიდან წევრ(ებ)ის შერჩევა, რომელიც (რომლებიც) გაივლიან შესაბამის ტრენინგს (თეორიულ და პრაქტიკულ) ძირითად ტექნიკურ უნარ-ჩვევებში და შესაბამის ორგანიზაციაში სტაჟირებას, აგრეთვე ოჯახის წევრის იდენტიფიცირება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის გადამზადებას მეწარმეობის ან/და მცირე ბიზნესის საკითხებში; ი) ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის ხელმძღვანელობით, ბენეფიციარი შინამეურნეობისთვის მცირე გრანტების ან დამწყები ბიზნესინიციატივების ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო აქტივობების განხორციელების მხარდაჭერა; კ) სხვადასხვა მიმართულებით (გენდერული ინკლუზიური ფინანსური პროგრამირება/მენეჯმენტი, პოზიტიური აღზრდა, იმუნიზაცია, კომუნიკაციის უნარები, სტრესის მართვა, გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია, ბავშვთა უფლებები და სხვა), შინამეურნეობების დაკავშირება შესაბამის სერვისის მიმწოდებლებთან შემდგომი გადამზადებისთვის, ასევე მათი კოლექტიურ ღონისძიებებში ჩართვის მხარდაჭერა (ბავშვთა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ახალგაზრდული კლუბები და ა. შ.); ლ) ყოველი მიზნის/ამოცანის მიღწევის შემდეგ განვითარების სამოქმედო გეგმის შეფასება/გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში, შესწორებების/ცვლილებების შეტანა; მ) სხვა აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. 2. პროგრამის ფარგლებში, მაძიებელი ოჯახები სააგენტოს მიერ პროგრამაში რეგისტრირდებიან რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საპილოტე რეგიონების მიხედვით გამოვლენილი ოჯახებიდან მაძიებელი ოჯახის შესაძლებლობებისა და სოციალური უნარების შეფასების შემდეგ. 3. მაძიებელი ოჯახი ითვლება პროგრამაში რეგისტირებულად (ჩართულად) სააგენტოსა და ბენეფიციარ ოჯახს შორის „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან. 4. რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმი არის სააგენტოს მიერ საპილოტე რეგიონულ დონეზე შექმნილი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სააგენტოს თანამშრომლებით და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმში შესაძლოა, შევიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ან/და სხვა მიწვეული პირები. რეგიონული საკოორდინაციო მექანიზმის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 6🔗. პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობის უფლებები 1. პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობას უფლება აქვს: ა) ისარგებლოს პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისით; ბ) ჩაერთოს პროგრამით განსაზღვრულ საინფორმაციო სესიაში/შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღოს გადამზადების კურსებში; გ) პროგრამაში ჩართვის პარალელურად, ისარგებლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გასაცემლებით/ სოციალური სერვისებით; დ) უარი განაცხადოს პროგრამაში მონაწილეობაზე. 2. პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობას, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით, 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება − საარსებო შემწეობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ოჯახებზე ვრცელდება პროგრამის ფარგლებში, „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების თვის მომდევნო თვიდან. 4. თუ პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობას, სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სხვა საფუძვლით) უკვე მოპოვებული აქვს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის უწყვეტად მიღების საშეღავათო პირობები (4 წელი), ოჯახს უგრძელდება უკვე მოპოვებული უფლების რეალიზება უკვე არსებული საშეღავათო პერიოდით. ამ შემთხვევაში არ მოხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 4-წლიანი ვადის ახლიდან ათვლა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ შინამეურნეობას შეუწყდა (4-წლიანი საშეღავათო პერიოდის ვადამდე ადრე შეწყვეტა) სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სხვა საფუძვლით) საშეღავათო პერიოდი, მასზე გავრცელდება საშეღავათო პირობები ამ პროგრამის ფარგლებში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვადის ათვლის პირობის გათვალისწინებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობა, რომელიც სარგებლობს ამ მუხლით დადგენილი საშეღავათო პირობებით და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სხვა საფუძვლით) კვლავ მოიპოვებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის უწყვეტად მიღების შესაძლებლობას, შინამეურნეობას უგრძელდება ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული საშეღავათო პირობები მათ შეწყვეტამდე. 6. პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობებზე დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობის ავტომატური გადაანგარიშება, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, განხორციელდება ბავშვის დამატების შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებიდან  არ არის გასული 2 წელი (ოჯახის მხრიდან მიმართვის შესაბამისად). 7. პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობებთან მიმართებით: ა) სააგენტო  უწყვეტად აგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან). 8. პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობებზე არ ვრცელდება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობები. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, ზოგადი წესების შესაბამისად. 10. პროგრამაში მონაწილეობა შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში: ა) შინამეურნეობის უფლებამოსილი პირის განცხადება; ბ) სააგენტოსა და პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობებს შორის გაფორმებული „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა; გ) ბენეფიციარი შინამეურნეობის მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების შესახებ ზედიზედ სამი თვის განმავლობაში ოჯახის გაძლიერების კონსულტანტის უარყოფითი დასკვნა და რეკომენდაცია პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე; დ) სხვა საფუძველი, თუ ის გამომდინარეობს პროგრამის მიზნებიდან. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში, ოჯახს უწყდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება განხორციელდება მოქმედი წესების შესაბამისად, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 7🔗. პროგრამის ადმინისტრირების ორგანო 1. პროგრამის ადმინისტრირების ორგანოა სააგენტო. პროგრამის ადმინისტრირებისთვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) მაძიებელი ოჯახებიდან შინამეურნეობების განსაზღვრას/ იდენტიფიცირებას (მათ შორის, სარეზერვო მაძიებელი ოჯახების განსაზღვრას); ბ) პროგრამით მოსარგებლე თითოეული შინამეურნეობის განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელების ხელშეწყობას; გ) შინამეურნეობებისთვის სხვადასხვა ტიპის შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზების მხარდაჭერას; დ) პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების, მათ შორის, „თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის დამტკიცებისათვის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებას; ე) პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის, უფლებამოსილია, გამოიყენოს და დაამუშაოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებულ მონაცემთა ბაზებში დაცული პერსონალური მონაცემები, ასევე – მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები; ვ) პროგრამით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასა და პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას. 2. პროგრამის ადმინისტრირებას სააგენტო უზრუნველყოფს პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად.