აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/196

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  2022 წლის 19 დეკემბრის №01/3468,  2023 წლის 9 მარტის №01/477 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი).

პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „ხიდმშენი 99“-ს (ს/ნ 236053131) შორის 2022 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №106-22 ხელშეკრულების ფარგლებში (NAT220012248). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთი იწყება საავტომობილო გზა 22-ზე (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი), საჩხერიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 1.5 კმ-ზე. საპროექტო გზა ჰორიზონტალური მიმართულებით მიჰყვება არსებულ გზას, რომელიც 3-5 მეტრი სიგანის მოხრეშილი გზაა. აღნიშნული წერტილიდან მარშრუტი იყოფა ორად, არსებული გზის მიმართულებით და მარცხნივ, სახლებსა და სოფელ სარეკზე შემოვლითი გზით.  ამ ნაწილში გამოყენებული ჰორიზონტალური მრუდების რადიუსები 75 მეტრიდან 270 მეტრამდეა. კმ 2+000, მარშრუტი გადის სასაფლაოზე ჩრდილოეთის მხრიდან და კვეთს არსებულ გზას 2+210 კმ-ზე. შემდეგი 700 მეტრიანი მონაკვეთი გადის სახლებს შორის და უერთდება არსებულ გზას დაახლოებით 2+950 კმ-ზე. ამ წერტილიდანაც მოცემული მონაკვეთის ბოლომდე ახალი გზა უმეტესწილად არსებულ გზას მიყვება. მიწის სამუშაოებისა და საყრდენი ნაგებობების (გაბიონის კედლები) მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, კონკრეტულ ადგილებში გამოყენებულია 45მ რადიუსის ჰორიზონტალური მრუდები. 3+265.65 კმ-ზე გზა აღწევს მოცემული მონაკვეთისთვის ყველაზე მაღალ წერტილს - 569.11 მეტრს ზღვის დონიდან. მონაკვეთი სრულდება მდ. ჯრუჭულას ხიდამდე 5+537.252 კმ-ზე. მონაკვეთის საერთო სიგრძე 5.537 მეტრია. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია. ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით (სიგრძე – 50 კმ) საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდება ხმაურის დონე და ასევე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების ხარისხი. გზის მონაკვეთის პროექტირების საფუძველს წარმოადგენს ქართული და ევროპული საპროექტო სტანდარტები საუკეთესო საინჟინრო გამოცდილების გამოყენებით. ფუნქციონალური კლასიფიკაციის ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს საპროექტო სიჩქარე, რომლითაც ავტომობილი უსაფრთხოდ მოძრაობს. აღნიშნული სიჩქარე განისაზღვრება გზის კლასის, სატრანსპორტო მოძრაობის სიხშირის და რელიეფის მიხედვით. მარშრუტი გადის რაჭის ქედზე, რაც მდინარეების კრიხულასა და ჯრუჭულას აუზების წყალგამყოფია. დღეის მდგომარეობით, საპროექტო მონაკვეთიდან (კმ0+000 – კმ 5+537) დარჩენილია 3.52 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველ 5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და გაზრდის სოციალურ და ეკონომიკურ აქტივობას.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ: ვასო აბრამიშვილის (პ/ნ: 38001035418) საკუთრებაში არსებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1080 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 35.04.47.235) ნაწილზე – 461 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნაგებობაზე (ღობე); ასმათ ჭიღლაძის (პ/ნ:38001000301), თორნიკე ჭიღლაძის (პ/ნ:38001043314) და შოთა ჭიღლაძის (პ/ნ:38001042971) თანასაკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე,  230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 35.04.45.095), და  მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე)  და მრავალწლიან ნარგავებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1080 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 35.04.47.235) მესაკუთრეა ვასო  აბრამიშვილი (პ/ნ: 38001035418) .

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვასო აბრამიშვილის საკუთრებაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1080 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 35.04.47.235) ნაწილი - 461 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (ღობე);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 35.04.45.095) თანამესაკუთრეები არიან ასმათ ჭიღლაძე (პ/ნ:38001000301), თორნიკე ჭიღლაძე (პ/ნ:38001043314) და შოთა ჭიღლაძე (პ/ნ:38001042971);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ასმათ ჭიღლაძის, თორნიკე ჭიღლაძის და შოთა ჭიღლაძის თანასაკუთრებაში არსებული საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე  230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი: 35.04.45.095) და  მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 17 მაისის ოქმის საფუძველზე,

 

:

 

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1. ვასო აბრამიშვილის (პ/ნ: 38001035418) საკუთრებაში არსებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1080 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 35.04.47.235) ნაწილზე – 461 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნაგებობაზე (ღობე);

1.2.  ასმათ ჭიღლაძის (პ/ნ:38001000301), თორნიკე ჭიღლაძის (პ/ნ:38001043314) და შოთა ჭიღლაძის (პ/ნ:38001042971) თანასაკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე  230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად  (საკადასტრო კოდი: 35.04.45.095) და  მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან  ნარგავებზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).