„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.018295
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №40/ნ

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 23.01.2006, №8, მუხ. 78) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

,,მ1) ვალდებულია საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია გონივრულ ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი