შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2023
ძალაში შესვლა 01.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/205
სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.024.016803
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2023
matsne.gov.ge 600 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2023 მიღება
01.07.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 08.04.2025 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 27.03.2017 გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრისა და მასზე ინფორმაციის/ მონაცემების განთავსების, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 12.10.2022 ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 09.12.2025 ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონი 82% 31.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/205 2023 წლის 25 მაისი ქ. თბილისი შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლისა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრის და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრის (შემდგომში – მონაცემთა რეესტრი) და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) შექმნის, მასში მონაცემების ასახვისა და წარმოების საკითხებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. მონაცემთა რეესტრი 1. მონაცემთა რეესტრი წარმოადგენს მართვის ელექტრონულ სისტემას, რომელიც შედგება შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა (შემდგომში – სერტიფიკატები) და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების (შემდგომში – ინსპექტირების ანგარიშები) ანგარიშებისგან. 2. მონაცემთა რეესტრს ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. მონაცემთა რეესტრში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატები და მათ მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები; ბ) გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები და მათ მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები. 4. მონაცემთა რეესტრის წარმოება და მასში მონაცემების ასახვა ხდება ელექტრონული ფორმით ამ წესის შესაბამისად. მუხლი 4🔗. მონაცემთა რეესტრში სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების ასახვისა და წარმოების წესი 1. დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი ვალდებულნი არიან სამინისტროს ელექტრონული ფორმით წარუდგინონ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატ(ებ)ი ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშ(ებ)ი და ამ სერტიფიკატ(ებ)ის ან/და ანგარიშ(ებ)ის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები. 2. დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი სამინისტროს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატებსა ან/და ინსპექტირების ანგარიშებს მათი მომზადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მონაცემთა რეესტრში ასახავს მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შექმნას კომისია მონაცემთა რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ის შესახებ მონაცემთა ბაზის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმების მიზნით. 5. დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის მონაცემთა რეესტრი ხელმისაწვდომია მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების ფარგლებში. 6. მონაცემთა რეესტრში წარმოდგენილი სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშებში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი ექსპერტი. მუხლი 5🔗. დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვისა და მისი წარმოების წესი 1. მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ელექტრონულ სისტემას, რომელშიც აისახება მონაცემები დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ. 2. მონაცემთა ბაზას ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო. 3. სამინისტრო დამოუკიდებელი ექსპერტის შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში ასახავს სერტიფიკატის ან აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 4. მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის, ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) სერტიფიკატის/აკრედიტაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მისი მოქმედების ვადა; გ) დამოუკიდებელი ექსპერტის სპეციალიზაცია; დ) სერტიფიკატის/აკრედიტაციის გამცემი ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი). 5. დამოუკიდებელ ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზა განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moesd.gov.ge) და მასში ასახული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ. მუხლი 6🔗. მონაცემთა ბაზაში ასახულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანა 1. მონაცემთა ბაზაში ასახულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის საფუძველია: ა) სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმება; ბ) სერტიფიკატის/აკრედიტაციის ვადის გასვლა; გ) აკრედიტაციის შეჩერება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ასახვას მონაცემთა ბაზაში ახორციელებს სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.