აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/200
2023 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 – კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ლოტი III იწყება ქალაქ ლანჩხუთთან სამხრეთით (პკ 300+00), ჩრდილოეთით მიუყვება სამტრედია-ბათუმის რკინიგზას და სრულდება IV ლოტის დასაწყისთან - ნიგვზიანისა და ხაჯალიის სოფლებთან ახლოს (პკ 420+00). აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, საავტომობილო გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საავტომობილო გზაზე ჰორიზონტალურად მოსახვევი კუთხეების საერთო რაოდენობა 2-ს შეადგენს. აქედან ერთი, R=30.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ლესის სატრანსპორტო კვანძთან, ხოლო მეორე, R=10.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ნიგვზიანის სატრანსპორტო კვანძამდე. გამოყენებული მაღალმაჩვენებლიანი რადიუსები გამორიცხავს გარდამავალი მრუდების საჭიროებას. შესაბამისად, სავალ ნაწილზე განივი ქანობი ყოველთვის 2%-ია გვერდულის მიმართ. პროექტში გათვალისწინებული მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 28.5 მეტრს. ყრილი ქანობი მერყეობს 1:1.5-დან 1:2.0-მდე (V:H), გეოტექნიკური კვლევით გათვალისწინებული ფერდის ქანობების შესაბამისად. მაგისტრალის მშენებლობამდე არ არის გათვალისწინებული ნიადაგის ფენის მოხსნა, რადგან ნიადაგის ფენა სუსტ გრუნტებში მეტი რეზისტენტობით გამოირჩევა. ამრიგად, გათვალისწინებულია მხოლოდ არსებული რელიეფის მოსწორება საიზოლაციო გეოტექსტილის მოწყობისა და დამაგრების დაწყებამდე, ყრილის მოწყობამდე. პროექტი ასევე ითვალისწინებს ყრილის ფერდებზე ნიადაგის ფენის მოწყობას, შემდეგ კი მოსწორებას და ბალახის დათესვას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:
გიორგი ხელაძის (პ/ნ: №26001005805), თამარ ხელაძის (პ/ნ: №11001019394), დავით ხელაძის (პ/ნ: №11001023061), ნაირა ხელაძის (პ/ნ: №26001021058) და ნინო ხელაძის (პ/ნ: №26001033798) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2313 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.166) ნაწილზე - 141 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
გიორგი მახარაძის (პ/ნ: №26001006682), ვაჟა მახარაძის (პ/ნ: №26001008753), ზაურ მახარაძის (პ/ნ: №26001008754), ზვიად მახარაძის (პ/ნ: №26001009433), თეიმურაზ მახარაძის (პ/ნ: №26001027111) და ნაირა დუმბაძის (პ/ნ: №26001032185) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჯალიაში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 27.14.44.133);
ლექსო კუკულაძის (პ/ნ:№01301111363) საკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში მდებარე 779 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 27.10.43.306);
ზურაბ სარჯველაძის (პ/ნ: 26001038142), ლევან სარჯველაძის (პ/ნ: 26001004003), მარიამ სარჯველაძის (პ/ნ: 26001034690), მედეია სარჯველაძის (პ/ნ: 26001027608) და ნატალია სარჯველაძის (პ/ნ: 26001010479) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5826 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1 907 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 27.09.42.120);
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 - კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 2313 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.166) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ხელაძე (პ/ნ: №26001005805), თამარ ხელაძე (პ/ნ: №11001019394), დავით ხელაძე (პ/ნ: №11001023061), ნაირა ხელაძე (პ/ნ: №26001021058) და ნინო ხელაძე (პ/ნ: №26001033798);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ხელაძის, თამარ ხელაძის , დავით ხელაძის, ნაირა ხელაძის და ნინო ხელაძის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2313 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.166) ნაწილი - 141 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჯალიაში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.14.44.133) თანამესაკთრეები არიან: გიორგი მახარაძე (პ/ნ: №26001006682), ვაჟა მახარაძე (პ/ნ: №26001008753), ზაურ მახარაძე (პ/ნ: №26001008754), ზვიად მახარაძე (პ/ნ: №26001009433), თეიმურაზ მახარაძე (პ/ნ: №26001027111) და ნაირა დუმბაძე (პ/ნ: №26001032185);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი მახარაძის, ვაჟა მახარაძის, ზაურ მახარაძის, ზვიად მახარაძის, თეიმურაზ მახარაძის და ნაირა დუმბაძის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჯალიაში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი: 27.14.44.133);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში მდებარე 779 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკადასტრო კოდი: 27.10.43.306) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ლექსო კუკულაძე (პ/ნ: 01301111363);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ლექსო კუკულაძის საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში მდებარე 779 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი: 27.10.43.306) ;
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5 826 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.120) თანამესაკუთრეები არიან: ზურაბ სარჯველაძე (პ/ნ: 26001038142), ლევან სარჯველაძე (პ/ნ: 26001004003), მარიამ სარჯველაძე (პ/ნ: 26001034690), მედეია სარჯველაძე (პ/ნ: 26001027608) და ნატალია სარჯველაძე (პ/ნ: 26001010479);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზურაბ სარჯველაძის, ლევან სარჯველაძის, მარიამ სარჯველაძის, მედეია სარჯველაძის და ნატალია სარჯველაძის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5 826 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი 1 907 კვ. მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 27.09.42.120).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 17 მაისის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 - კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 გიორგი ხელაძის (პ/ნ: №26001005805), თამარ ხელაძის (პ/ნ: №11001019394), დავით ხელაძის (პ/ნ: №11001023061), ნაირა ხელაძის (პ/ნ: №26001021058) და ნინო ხელაძის (პ/ნ: №26001033798) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2313 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.166) ნაწილზე - 141 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
1.2 გიორგი მახარაძის (პ/ნ: №26001006682), ვაჟა მახარაძის (პ/ნ: №26001008753), ზაურ მახარაძის (პ/ნ: №26001008754), ზვიად მახარაძის (პ/ნ: №26001009433), თეიმურაზ მახარაძის (პ/ნ: №26001027111) და ნაირა დუმბაძის (პ/ნ: №26001032185) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჯალიაში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 27.14.44.133);
1.3. ლექსო კუკულაძის (პ/ნ:N01301111363) საკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში მდებარე 779 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 27.10.43.306);
1.4. ზურაბ სარჯველაძის (პ/ნ: 26001038142), ლევან სარჯველაძის (პ/ნ: 26001004003), მარიამ სარჯველაძის (პ/ნ: 26001034690), მედეია სარჯველაძის (პ/ნ: 26001027608) და ნატალია სარჯველაძის (პ/ნ: 26001010479) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5 826 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.120) ნაწილზე - 1 907 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რომეო მიქაუტაძე