“საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ”
მიღების თარიღი 21.06.2004
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №760
სარეგისტრაციო კოდი 040.030.020.11.106.006.528
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 21/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.03.2001
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Sprechblasentext, li.Sprechblasentext, div.Sprechblasentext {mso-style-name:Sprechblasentext; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.020.11.106.006.528
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №760
2004 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოლეგიალურად განხილვის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
შეიქმნას საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
1. გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
2. ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
3. ბესიკ ლოლაძე – მინისტრის მოადგილე;
4. ზურაბ აბაშიძე – მინისტრის მოადგილე;
5. კონსტანტინე ვარძელაშვილი – მინისტრის მოადგილე;
6. ირაკლი კვაშილავა – მინისტრის აპარატის უფროსი;
7. შაქრო აბუსერიძე – გენერალური ინსპექციის უფროსი;
8. შოთა კოპაძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
9. თეიმურაზ გოგიტიძე – სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
10. მარიკა კვანტრიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;
11. ალექსი ბატიაშვილი – ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი;
12. რამაზ ღულაძე – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი;
13. გიორგი შონვაძე – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
14. გერმანე მაღლაკელიძე – სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორიგის დეპარტამენტის უფროსი;
15. ეთერ ყამარაული – მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;
16. დიმიტრი ძაგნიძე – პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედების და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი;
17. ზურაბ დეკანოიძე – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი;
18. გოჩა ვაჭარაძე – ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 5 აპრილის №187 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ.”
მუხლი 5🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველოს იუსტიციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗
საბჭოს მიზანია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილის საფუძველზე სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა.
თავი II
საბჭოს კომპეტენცია
მუხლი 3🔗
საბჭოს კომპეტენციას შეადგენს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტოს სისტემაში შემავალი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვა და ანალიზი;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
თავი III
საბჭოს შემადგენლობა
მუხლი 4🔗
საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 5🔗
საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
მუხლი 6🔗
მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, სამინისტროს სხვა მოხელეები, აგრეთვე პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები, მათი წინასწარი თანხმობით.
თავი IV
საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 7🔗
საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – საბჭოს თავჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მინისტრის ერთ ერთი მოადგილე, მინისტრთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 8🔗
საბჭოს სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, სამ თვეში ერთხელ, ხოლო საჭირობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომაც.
მუხლი 9🔗
სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 10🔗
საბჭოს სხდომაზე, საჭირობის შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
მუხლი 11🔗
საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე მომზადებული მასალები წარედგინება მინისტრის აპარატს სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე. მინისტრის აპარატი სხდომაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ ათანხმებს მინისტრთან.
მუხლი 12🔗
საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მის მმართველობაში შემავალი სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს.
მუხლი 13🔗
საბჭოს სხდომაზე გასატანად მომზადებულ მასალებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მასალა მინისტრის აპარატის მიერ უბრუნდება მის მომზადებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
მუხლი 14🔗
სხდომის მომზადება და ოქმის გაფორმება ევალება სხდომის მდივანს, რომელიც არ არის საბჭოს წევრი, არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით და პასუხისმგებელია მხოლოდ სხდომის ოქმის სწორად წარმართვისათვის.
მუხლი 15🔗
საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
მუხლი 16🔗
საბჭოს მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
მუხლი 17🔗
საბჭო უფლებამოსილია განხილულ საკითხებს მისცეს შემდეგი შეფასება:
ა) დადებითად შეაფასოს განხილული საკითხი;
ბ) ცნოს არასაკმარისად განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა;
გ) უარყოფითად შეაფასოს განხილული საკითხი;
დ) ცნობად მიიღოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარდგენილი მასალა (ანგარიში, ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.);
ე) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი;
ვ) გადადოს საკითხის განხილვა;
ზ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
მუხლი 18🔗
საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 19🔗
საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმზე მიეთითება თარიღი და რიგითი ნომერი.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 20🔗
სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება სამინისტროს მთავარ კანცელარიაში, დადგენილი წესით.
მუხლი 21🔗
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებენ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
მუხლი 22🔗
საბჭოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს მინისტრი.