ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მონაკვეთისთვის, I ჩიხის მონაკვეთისთვის და ილორის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის თამარ ვახვახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016775
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევებისთვის ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ქორიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების II ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო მონაკვეთისთვის მიხეილ გრიგორაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მონაკვეთისთვის, I ჩიხის მონაკვეთისთვის და ილორის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის თამარ ვახვახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №227
2023 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მონაკვეთისთვის, I ჩიხის მონაკვეთისთვის და ილორის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის – თამარ ვახვახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მონაკვეთს, I ჩიხის მონაკვეთს და ილორის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს კომპოზიტორის – თამარ ვახვახიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე