ქალაქ თბილისში, ისნისა და სამგორის რაიონებში, უძოს ქუჩის შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის მედეა ღამბაშიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №229
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016777
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2023
matsne.gov.ge 163 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სამგორის ქუჩისთვის და ციხისძირის ქუჩის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იოთამ ზედგინიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოთამ ზედგინიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, იოსებ ჟორდანიას ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოსებ ჟორდანიას I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 20.05.2025 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ნასახლარის ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის პავლე საყვარელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 25.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნისა და სამგორის რაიონებში, უძოს ქუჩის შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის მედეა ღამბაშიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №229 2023 წლის 19 მაისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნისა და სამგორის რაიონებში, უძოს ქუჩის შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის – მედეა ღამბაშიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნისა და სამგორის რაიონებში,  უძოს ქუჩის შესახვევს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის – მედეა ღამბაშიძის ქუჩის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                               გიორგი ტყემალაძე