ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდა წყლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეზღვაურის იულია ფაილოძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №231
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016779
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, იულია ფაილოძის ქუჩასთან მდებარე ოთხი უსახელო ჩიხისთვის იულია ფაილოძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორის ომარ გვასალიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდა წყლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეზღვაურის იულია ფაილოძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №231
2023 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდა წყლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეზღვაურის
– იულია ფაილოძის
სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდა წყლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეზღვაურის – იულია ფაილოძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე