ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული I შესახვევისთვის კალიგრაფ გადამწერის მანანა ზედგინიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №232
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016780
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, გრიგოლ ორბელიანის I ჩიხისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის მსახიობის ბარბარე გამრეკელის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სამხედრო ექიმის, გენერლის დავით მგელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული I შესახვევისთვის კალიგრაფ გადამწერის მანანა ზედგინიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №232
2023 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული I შესახვევისთვის კალიგრაფ გადამწერის
მანანა ზედგინიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ I შესახვევს მიენიჭოს კალიგრაფ გადამწერის მანანა ზედგინიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე