ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებისთვის მფრინავის ნინა ხუბულავას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №235
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016783
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I ქუჩის მონაკვეთისთვის მფრინავის რუსუდან ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მონაკვეთისთვის ალექსანდრე მანაგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის მონაკვეთისთვის და წინანაურის II ქუჩისთვის ორთაჭალის I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი მაჩაბლის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის გიორგი მაჩაბლის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევისთვის მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებისთვის მფრინავის ნინა ხუბულავას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №235
2023 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებისთვის მფრინავის ნინა ხუბულავას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებს მიენიჭოს მფრინავის ნინა ხუბულავას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე