„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე

მიღების თარიღი 31.05.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3005-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016741
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2023
matsne.gov.ge 174 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% „უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №2 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 77% 23.10.2014 „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის №1 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 10.11.2025 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 76% 18.04.2016 „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2013 წ.) რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 76% 04.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე       საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. რატიფიცირებულ იქნეს კუმამოტოს 2013 წლის 10 ოქტომბრის „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია“. 2. „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დეკლარაციები: ა) დეკლარაცია №1 – კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან   დაკავშირებით: კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველო ამ პუნქტში მითითებულ დავის გადაწყვეტის ორივე საშუალებას აღიარებს სავალდებულოდ ნებისმიერი მხარის მიმართ, რომელიც აღიარებს დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ ან ორივე საშუალებას; ბ) დეკლარაცია №2  – კონვენციის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტთან   დაკავშირებით: საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად  კონვენციის დანართში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება საქართველოსთვის ძალაში შევა  მხოლოდ კონვენციის  რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ან კონვენციასთან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ; გ) დეკლარაცია №3  – კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით: საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთის მიმართ, რომლებიც  რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად მის მიერ არის ოკუპირებული, კონვენციისა და მისი დანართების გამოყენება დაიწყება ამ რეგიონებში – ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის დე ფაქტო სრულად აღდგენის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი თბილისი, 31 მაისი 2023 წ. N3005-XIმს-Xმპ