ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016787
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2023
matsne.gov.ge 148 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 15.02.2022 ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერის ირაკლი თოიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 10.07.2018 ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.07.2025 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში არსებული უსახელო სკვერისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბათუმის შესახვევისთვის ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 24.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №239 2023 წლის 19 მაისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის – ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, ძევერას ქუჩას მიენიჭოს მშვილდოსნის – ქეთევან ლოსაბერიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე