„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №912 |
|
2023 წლის 5 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016561) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) სტუდია „იუსტიციის“ მეშვეობით სამართლებრივ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იურიდიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) კომპეტენციის ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცენტრის დირექტორი 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად, ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში; გ) ზედამხედველობს ცენტრის ფუნქციების შესრულების მიმდინარეობას; ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ე) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულება დადოს ცენტრის შტატგარეშე თანამშრომლებთან; ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ვ) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და კატეგორიას; ზ) ამტკიცებს ცენტრის შრომის შინაგანაწესს; თ) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ი) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს; კ) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისების ზომები; ლ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ; მ) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ნ) დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ახორციელებს ცენტრის ფინანსებისა და ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე; ო) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს; პ) მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ჟ) ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას; რ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 თებერვლისა, წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ცენტრის მუშაობის შესახებ; ს) ასრულებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 4. ცენტრის დირექტორის მოადგილეები ასრულებენ დირექტორის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებსა და ცალკეულ დავალებებს. 5. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. დირექტორის და მისი მოადგილეების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი თავის მიზნებსა და ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და ტერიტორიული წარმომადგენლობების მეშვეობით.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ტესტირების კოორდინაციისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი;“; ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) ხარისხის მართვის დეპარტამენტი;“; ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ყვარლის სასწავლო ცენტრი; ბ) „სააკაძის სასწავლო ბაზა“.“. 4. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს მიზნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ცენტრის საქმიანობის ფუნქციური ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის ურთიერთობების კოორდინაცია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, საჯარო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ცენტრის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; გ) ცენტრის კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; დ) ცენტრის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; ე) ცენტრის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, თანამშრომელთა შერჩევისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციების პროექტების მომზადება; ვ) ცენტრის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ცენტრში შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; კ) სტუდია „იუსტიციის“ ფორმატში ლექციების, დისკუსიების, შემეცნებითი ვიდეორგოლების, აგრეთვე მნიშვნელოვან საკანონმდებლო სიახლეებზე ჩანაწერების მომზადების გზით სამართლებრივ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იურიდიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ორგანიზაციული მხარდაჭერა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს მიზნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ცენტრის საქმიანობის ფუნქციური ხელშეწყობის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, საჯარო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ცენტრის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; გ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით ცენტრის პროტოკოლური მხარდაჭერა; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია; ე) ცენტრის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ვ) ცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა-დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად; ზ) ცენტრში სტაჟიორების შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; თ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა; ი) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება; კ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა; ლ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; მ) ცენტრის შრომის შინაგანაწესისა და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება; ნ) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება; ო) ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასთან, აგრეთვე, პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება; პ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, დაწინაურების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება; ჟ) თანამშრომელთა მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება; რ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის პროცესის განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ს) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ტ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დაწესებულებისთვის განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უ) თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა; ფ) ცენტრის შენობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქონების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ქ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საჯარო დაწესებულებების, იურიდიული პირების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; პირველადი საკონსულტაციო მხარდაჭერა; ღ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; ცენტრის საუწყებო არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა; ყ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და ტერიტორიული წარმომადგენლობების მომხმარებელთა მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო და პირველადი საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა; შ) ცენტრის დოკუმენტბრუნვის მართვა; კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისთვის მიწოდება; ჩ) კომპეტენციის სფეროში შემავალი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ხოლო, სხვა შემთხვევაში, − შემოსული კორესპონდენციის სათანადო ადრესატთან გადამისამართება; ც) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების საკითხზე კონსულტაციების გაწევა; ძ) ცენტრის საქმიანობის დაინტერესებული პირების ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზება; წ) ცენტრის კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; ჭ) იურიდიული და სხვა დარგობრივი ლიტერატურის, სახელმძღვანელოების (მათ შორის, ნათარგმნი ტექსტების), აგრეთვე, საბიბლიოთეკო რესურსის დროული დამუშავება საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად; მათი ელექტრონულ კატალოგში აღწერა/მართვა და პერიოდული ინვენტარიზაცია, განახლება; მოსამსახურეთათვის მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ხ) ცენტრის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება; ცენტრის ყოველკვირეული, კვარტალური და წლიური ანგარიშების შექმნა; ჯ) ცენტრის სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც არ განეკუთვნება ცენტრის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებს; ჰ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება.“. 5. მე-12 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ტესტირების კოორდინაციისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტესტირების კოორდინაციისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სტაჟიორების (სტაჟირების კანდიდატების), აგრეთვე, სხვა დაინტერესებულ პირთა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამოცდების, ატესტაციებისა და ტესტირებების ორგანიზება ან/და ადმინისტრირება; ბ) დადგენილი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით დაინტერესებული იურიდიული პირების, ასევე მათი პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის შეფასება და მათი სერტიფიცირება.“; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“–„ვ4“ ქვეპუნქტები: „ვ1) დადგენილი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით დაინტერესებული იურიდიული პირების, ასევე მათი პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის შეფასებისა და მათი სერტიფიცირების უზრუნველყოფა; ვ2) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება და შესაბამისი პროცესის ორგანიზება; ვ3) დადგენილი პერიოდულობით, საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა; ვ4) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან.“. 6. 151 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი: „მუხლი 152. ხარისხის მართვის დეპარტამენტი 1. ხარისხის მართვის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ცენტრში მიმდინარე სასწავლო და შეფასებითი პროცესების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა; ბ) ცენტრში სასწავლო და შეფასებითი საქმიანობის, ასევე ამ საქმიანობაში ჩართული პერსონალის განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება; გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სფეროში საერთაშორისო პროექტებში სასწავლო ცენტრის ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის, ცენტრის საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავება, ხარისხის კონტროლის მექანიზმების და კრიტერიუმების დანერგვა სწავლებისა და შეფასებითი პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ბ) სასწავლო და შეფასების პროცესის ხარისხის სისტემატური შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების დაგეგმვა, შესრულების კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი; გ) ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; დ) ცენტრის სასწავლო და შეფასების პროცესებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობა; ე) სასწავლო პროგრამების და შესაბამისი პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავების უზრუნველყოფა; ვ) სასწავლო და შეფასების პროცესებთან დაკავშირებული სამუშაოს, აგრეთვე ცენტრის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემური შეფასების წესის შემუშავება; ზ) სასწავლო და შეფასების პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; თ) ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და მათში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ი) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაცია და მათი კონსულტირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარ ამოცანებთან და ფუნქციებთან დაკავშირებული კორესპონდენციის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება, რევიზია და ინიციირება; ლ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.“. 8. მე-16 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ცენტრის ტერიტორიული ორგანოები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტერიტორიული ორგანოების ამოცანები და ფუნქციებია: ა) სტუმრებისა და მსმენელებისათვის სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურების სერვისის მიწოდება; ბ) სტუმრებისა და მსმენელების სასწავლო-საქმიანი შეხვედრების მომსახურება; გ) ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების უზრუნველყოფა შესაბამისი ინვეტარით და ტექნიკით, სტუმრების ტრანსპორტირება და განთავსება; დ) ტერიტორიული ორგანოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-3 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4-მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები და მე-4-მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 12 ივნისიდან. |
|