„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №196 |
|
2023 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-20 მუხლს 55 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 56 პუნქტი:
„56. სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ უზრუნველყოს სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.“.
2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე1“ ქვეპუნქტებითა და დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე1“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა, რომელიც ანაზღაურდება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,07 ლარს (მათ შორის, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 0,25 ლარს);“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,29 ლარს (მათ შორის, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული სისხლის საერთო ანალიზისა და შარდის საერთო ანალიზისათვის – 0,25 ლარს).“.
3. №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს:
ა) „ა.ა.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.კ“ ქვეპუნქტი:
„ა.ა.კ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;
ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე1“ ქვეპუნქტი:
„ა.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.“.
4. №1.3 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის:
ა.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;
ა.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე1“ ქვეპუნქტი:
„ბ.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის:
ბ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;
ბ.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე1“ ქვეპუნქტი:
„ბ.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით;“.
5. №1.4 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.კ“ ქვეპუნქტი:
„ა.ა.კ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;
ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე1“ ქვეპუნქტი:
„ა.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით;“.
|