„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.104.016523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2023 წლის 25 მაისი

ქ. წალენჯიხა

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში(www. Matsne.gov.ge, 30/12/2022 წ. სარეგ. კოდი: 190020020.35.104.016500) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის „გ“ პუნქტი:

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა

 

პროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების  ფინანსური  მხარდაჭერა

დაფინანსება
 ათას ლარში

06 03

102.5

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური

პროგრამის აღწერა

1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური  მოვლენების (ძირითადად  ხანძარი, გამონაკლისის შემთხვევაში სხვა მიზეზები) შედეგად დაზარალებული ოჯახების  ფულად  დახმარებას განიხილება მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანება ან განადგურება, რომელიც პირობითად იყოფა სამ კატეგორიად:

ა) ორსართულიანი  კაპიტალური  სახლის სრული  დაზიანება -დაფინანსება 10 000 დან - 20 000 ლარამდე;

ბ) ერთსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის არასრული დაზიანება-დაფინანსება 5000-დან 10 000-ლარამდე;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების შედარებით მსუბუქი დაზიანება – 3000 ლარამდე.

2.წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) სახანძრო-სამაშველო  სამსახურის დასკვნა ხანძრით  მიყენებული ზარალის  შესახებ;

ბ) შესაბამისი ფაქტის ამსახველი  ფოტო-მასალა ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის მიერ დამოწმებული და მისივე  შუამდგომლობა;

გ) საჭიროების  შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი.

3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის  ჩარიცხვით. დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე საბიუჯეტო  წელს მომხდარი  შემთხვევა.

4.დაზარალებულთა განცხადების განიხილვას და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს  „სოციალური კომისია“.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

   საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

“.        

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიავთანდილ გაბელია