„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულაბების საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესში” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
220.010.000.08.009.006.533
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 25/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.533

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №122

2004 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებით დამტკიცებულ ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ასევე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებით დამტკიცებულ ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესში” (სსმ III, 2002 წელი, №101, მუხ. 879) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად ამ დაწესებულებების საქმიანობაში არსებული პოტენციური სისუსტეების ან დარღვევების გამოვლენისას, მათი გამოსწორებისა და აღკვეთის ადეკვატური ღონისძიებების სახეობებს, მათ გამოყენებას, ასევე საეჭვო გარიგებების თაობაზე მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს.’’.

2. 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ” ქვეპუნქტი:

,,გ) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს ეს დაწესებულება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

3. 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1” ქვეპუნქტი:

,,ვ1) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის/პასუხისმგებელი პირისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განუხორციელებლობაზე.’’.

4. 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენებას საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოში სათანადო მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნით, ხოლო ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ზომების გამოყენებას – ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.”.

5. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ”, ,,მ”, ,,ნ” და ,,ო” ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;

ბ) ზედამხედველობის განხორციელება – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობისადმი საქართველოს ეროვნული ბანკის მეთვალყურეობა დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების გზით;

გ) აქტივები – არის დაწესებულების განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულის სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც დაწესებულება მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას;

დ) დივიდენდი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საერთო კრების მიერ დადგენილი პროცენტის შესაბამისად მოგების განაწილება დაწესებულების პარტნიორებს (წევრებს) შორის, კაპიტალში მათ მიერ სრულად ინვენსტირებული წილის პროპორციულად;

ე) ანაბარი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების პარტნიორის (წევრის) მიერ შეტანილი ფულადი თანხა, რომლის საკუთრების უფლებას იძენს დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;

ვ) ხელმძღვანელი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მართვის უფლების მქონე პირი;

ზ) ჯარიმა – არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის, ასევე მისი ხელმძღვანელებისათვის დადგენილი ოდენობით ფულადი თანხის გადახდის დაკისრება;

თ) წერილობითი ფორმა – არის კომუნიკაციის ნაბეჭდი ან ლითოგრაფიული ფორმა;

ი) გადახდისუნარიანობა – არის ფულადი სახსრების არსებობა უფრო ხანგრძლივი პერიოდის ფინანსური ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;

კ) ადმინისტრაციული აქტი – არის ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” – ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიების ამოქმედების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;

ლ) უკანონო შემოსავალი – არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის,იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;

მ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი მოქმედების ჩადენის მცდელობა;

ნ) საეჭვო გარიგება – არის არასაბანკო სადეპოზიტო ოპერაცია, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, რომელზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.)ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

ო) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – არის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.”.

6.  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

    „მუხლი 6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის თაობაზე დადგენილი მოთხოვნების დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირებისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაკისრება

1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის 1000 ლარით;

ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის 500 ლარით.

2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების:

ა) პასუხისმგებელი პირი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს საეჭვო გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან, აღრიცხვასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და დადგენილ ვადაში ანგარიშგების დანიშნულებისამებრ წარდგენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დაჯარიმდება 500 ლარით;

ბ) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაჯარიმდება 500 ლარით.’’.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე