1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომ – საბჭო).

2. საბჭო არის ორგანო, რომელიც შექმნილია ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და მისი მწარმოებელი ორგანოების პროფესიული დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.

3. საბჭო შედგება 9 წევრისგან. მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა.

4. საბჭოს 9 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი.

5. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირ