აღწერის ძირითადი პრინციპებია:
ა) აღწერის საყოველთაო ხასიათი;
ბ) მოსახლეობის აღწერისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარების პერიოდულობის არაუმეტეს 10 წლით განსაზღვრა;
გ) ეკონომიკური აღწერის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დროს ჩატარება;
დ) აღწერის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით და ერთსა და იმავე დროს ჩატარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
დ.ა) ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებაში აღწერის ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია, რის გამოც აღწერა ამ დასახლებაში არსებული ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით განსაზღვრულ პერიოდში ტარდება;
დ.ბ) საქსტატისგან დამოუკიდებელი მიზეზით კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელი