“სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ”
მიღების თარიღი 28.06.2004
ძალის დაკარგვა 29.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №1-1/37
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.104.006.537
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 30/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.25pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.104.006.537
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №1-1/37
2004 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 12.02.01წ.-ის №1-3/77 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით, ვბრძანებ:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 12.02.01წ.-ის №1-3/77 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი, მე-2, და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს (შემდგომში – ორგანო) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა ხდება ორგანოს ხელმძღვანელი პირის წარდგინებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ან სამინისტროსთან შეთანხმებით – მისი ტერიტორიული ორგანოს) ბრძანებით.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოზე დაქვემდებარებული უწყების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა ხდება უწყების (სსიპ-ის, ორგანიზაციის დაწესებულების) ხელმძღვანელი სახელმწიფო ხელისუფლების ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ან სამინისტროსთან შეთანხმებით – მისი ტერიტორიული ორგანოს) ბრძანებით.
3. გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების (ვადამდელი) ჩამოწერის საკითხს განიხილავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში არსებული მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებისა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით. ანალოგიური კომისიები იქმნება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც სამინისტროსთან შეთანხმებით განიხილავენ სახელმწიფო (საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ტერიტორიულ ორგანოზე საკითხვის განხილვის უფლების დელეგირების შემთხვევაში) და მუნიციპალურ დაქვემდებარების გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების (ვადამდელი) ჩამოწერის საკითხს.”;
ბ) დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ჯართის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით და საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი ან აუქციონი). კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს (უწყების, სსიპ-ის) და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ან სამინისტროსთან შეთანხმებით – მისი ტერიტორიული ორგანოს) ერთობლივი კომისია.”.
2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს (ზ. ოჩიგავა) აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია.
3. დაევალოს სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (ი. ჯალაღონია) ბრძანების რეგისტრაციის შემდეგ მისი გამოქვეყნება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. თურნავას.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბენდუქიძე