„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016660
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2023 წლის 30 მაისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ" მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016405, 08.02.2018), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური განიხილავს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 (გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  46​5, 46​6, 172​8 და 1729  მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ს 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ადგენს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ შემთხვევებში ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით.  “

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. სამსახური უფლებამოსილია:

ა)  განიხილოს საქართველოს კანონის  ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’-ს 513, 533, 55-ე, 552, 553 , 556, 642, 771-772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103, 1191, 125-ე მუხლის მე-8 , მე-14 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135, 145, 1461, 148, 150, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152, 1522, 1525-1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159, 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ბ) განიხილოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევები და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.  

გ) განიხილოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;

გ) მე-6 მუხლის „რ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 150-ე, 1501, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას (მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას). თუ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1501, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, განყოფილების საჯარო მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რა დროსაც ადგენს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს“;

დ)  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. განყოფილება განიხილავს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს,  გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, ადგენს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და აღნიშნულთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას (მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას).“;

ე) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. თუ  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, განყოფილების საჯარო მოსამსახურე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც ადგენს საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“;

) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„ მუხლი 71. საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობები და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობები (მათ შორის - განრიგი) მტკიცდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მიეცემა სახელფასო დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი