საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2023
გამომცემი ორგანო ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა N (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1. _____________________________________________ (გადამხდელის სახელი, გვარი) 2. _____________________________________________ (გადამხდელის მისამართი)     3. _____________________________________________ (ჯარიმის ოდენობა) 4.1. ___________________________________________        (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)   4.2. ___________________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)   5. _____________________________________________                      (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. _____________________________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე: ____________________________                                  (ხელმოწერა)   8. შემომტანი: __________________________________                            (ხელმოწერა)                                                                        ბ.ა.   თარიღი: ______________________________________ (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
ნომერი №N
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,681 სიტყვა · ~18 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გაცემის თარიღი
N ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის მიზეზი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.08.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2023 წლის 31 მაისი ქ. ტყიბული საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 და 239-ე მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო მოხელე/მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე/მოხელეები).  მუხლი 2🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 46​5, 46​6, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო მოხელე/მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე/მოხელეები). მუხლი 3🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო მოხელე/მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე/მოხელეები) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1); ბ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  (დანართი №2); გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  (დანართი №3); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის ფორმა (დანართი №5); მუხლი 5🔗 ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მაისის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge 17/05/2011 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016029). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე დანართი №1 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი აღნიშნული წესი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/344 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შენახვის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყევტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე/მოხელეები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“, ხოლო საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14​1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური. 2. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარულის წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი შინაარსი და წარმოება 1. თუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება სამსახურის საჯარო მოხელე/მოხელეები ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, იმ შემთხვევაში როდესაც საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. 2. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩადენისას სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, სამსახურის საჯარო მოხელე/მოხელეები ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ. 4. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი N2) შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა. 5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სამსახურის იმ საჯარო მოხელის/მოხელეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემდგენ საჯარო მოხელესთან/მოხელეებთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. 8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს, გარდა მე-10 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე/მოხელეები. I ნაწილის: ა) პირველ პუნქტში აღინიშნება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ) მე-2 პუნქტში აღინიშნება: შედგენის ადგილი; გ) მე-3 პუნქტში აღინიშნება: ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; დ) მე-4 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) მე-5 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ვ) მე-6 პუნქტში აღინიშნება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ------- მუხლით და ჯარიმის ოდენობა ------ლარი; ზ) მე-7 პუნქტში აღინიშნება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ------- მუხლით და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი; თ) მე-8 პუნქტში აღინიშნება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); ი) მე-9 პუნქტში აღინიშნება: სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება. II ნაწილის – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I  ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად. 9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების აღნიშვნის შემთხვევაში დგება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს/მოხელეებს. 10. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენი პირი. საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა, არსებობის შემთხვევაში. 11. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს, წარმოადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივ(ებ)ი. 12. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე/მოხელეები ამას აღნიშნავს ოქმში და ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 13. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში. 14. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 15. მერი უფლებამოსილია საჯარო მოხელე/მოხელეები აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი შინაარსი და წარმოება 1. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები. 2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ოქმის ერთი ეგზემპლარი –საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება  იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე; ბ) ოქმის მეორე ეგზემპლარი – რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ საჯარო მოხელე/მოხელეებთან; გ) ოქმის მესამე ეგზემპლარი – ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი ეგზავნება სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისამართზე. 3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ საჭირო ცნობების მიწოდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა საჯარო მოხელემ/მოხელეებმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება მიიღოს სამართალდამრღვევის პოლიციაში  მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება, რა მიზნითაც ის მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს/პირს. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების აღნიშვნის შემთხვევაში დგება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს/მოხელეებს. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი, ადგილი და დრო; ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; დ) სამართალდარღვევის შინაარსი; ე) ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული; ვ) სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება; ზ) სამართალდამრღვევი პირის მონაცემები (ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი; იურიდიული პირი - დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); თ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელი, გვარი, პირადი  ნომერი, მისამართი და ხელმოწერა. 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი პირი. ასევე, მოწმე(ები) და დაზარალებულ(ებ)ი არსებობის შემთხვევაში. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივ(ებ)ი. 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებით მომარაგების, მათი გაცემის, წარმოების, დაბრუნების, აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების, წარმოებისა და შენახვის საფუძველი 1. სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებით მომარაგება ხორციელდება უფლებამოსილი  საჯარო მოხელე/მოხელეების მოთხოვნის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ და ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მოთხოვნის უფლება აქვს მის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელე/მოხელეებს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს/მოხელეებს. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი №4), რომელიც იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, რომელზედაც ეკვრის ეტიკეტი და მოწმდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით და ბეჭდით. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოების საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი საკმარისი არ აღმოჩნდა, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 4. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე/მოხელეები აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 5. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 6. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელე/მოხელეებთან რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 7. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა. 8. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი N5) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ჯარიმის გადახდა საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი ჩადენილი სამართლდარღვევისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოში მოქმედი  კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 9🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება შესაძლებაელია გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შედგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში. 2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 10🔗. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ტყიბულის  მუნიციპალიტეტის მერიის ------- ნაწილი I საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N               ბ.ა. 1. შედგენის თარიღი: _________________________________________________                                              (რიცხვი, თვე, წელი) 2. შედგენის ადგილი: _________________________________________________ 3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: _____________________________________________________________________ 4. დამრღვევის მონაცემები:____________________________________________ ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი) ____________________________________________________________________ იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ____________________________________________________­­­­­­­_________________ _____________________________________________________________________ 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით. 7. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით. 8. ___________________________________________________________________ მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები 9. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა: _____________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 10. მიმღები მოლარე: ________________    ________________________________   (ხელმოწერა, თარიღი)     (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) მოწმის ხელმოწერა: ___________________________________________________   ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: ________________________________________ სამართალდამრღვევი: ________________________________________________  (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა N (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1. _____________________________________________ (გადამხდელის სახელი, გვარი) 2. _____________________________________________ (გადამხდელის მისამართი) 3. _____________________________________________ (ჯარიმის ოდენობა) 4.1. ___________________________________________        (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) 4.2. ___________________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 5. _____________________________________________                      (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. _____________________________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე: ____________________________                                  (ხელმოწერა) 8. შემომტანი: __________________________________                            (ხელმოწერა)                                                                      ბ.ა. თარიღი: ______________________________________ (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი:                                                                                        დამამზადებელი: მისამართი:                                                                                       სემგს-ს რეგისტრაციის N დანართი №3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N ____ ______________ 20_ _ წელი                                                    ______________________               შედგენის თარიღი                                                                  შედგენის ადგილი 1. მე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის --------- _______________________________________________________________________________________ თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ ___________ _______________________________________________________________________________________ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი _______________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი (დამკვეთი, შემსრულებელი) _______________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი სამართალდარღვევის შინაარსი: ____________________________________________________________________________________ რაც გათვალისწინებულია ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­_______________________________________________________________ ____________________________________________________________________________________  მიეთითება კანონის შესაბამისი მუხლი 2🔗. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება: ____________________________________________________________________________ სახელი და გვარი 3. სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. მე, ____________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი გავეცანი საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებ ხელმოწერით: ________________________________________________________ 4. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით: _______________________________             _________________________________         ოქმის შემდგენელი პირი                                                                 სამართალდამრღვევი პირი ოქმს გავეცანით: ა) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში): _____________________________________________________________________________________ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და ხელმოწერა ბ) დაზარალებულ(ებ)ი: ______________________________________________________________________________________ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და ხელმოწერა 5. ოქმის ასლი ჩავიბარე: _______________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და ხელმოწერა შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივ(ებ)ი: ___________________________________________________________________________________________ დამკვეთი:                                                                                        დამამზადებელი: მისამართი:                                                                                       სემგს-ს რეგისტრაციის N ბ.ა. დანართი №4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციული სამართალდარ ღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის ოქმის ფორმების შემდგენი პირი შენიშვ ნა № გაცემის თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N გვა რი სახელი თანამ დებობა ხელ მოწერა გვა რი სახელი თანამ დებობა ხელ მოწერა ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინის ტრაციული სამართალ დარღვევის ოქმის N გვარი სახელი თანამ დებობა ხელ მოწერა დანართი №5 გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის ფორმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ----------- აქტი № ______ ____________________ 20___ წელი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ N ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის მიზეზი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების რაოდენობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ექსკლუზიური ნომერი ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:                                                                                      __________________________ (ხელმოწერა)