„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.125.016471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2023 წლის 31 მაისი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N52 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. matsne.gov.ge, 26/12/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016457) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებას პროფილის მიუხედავად:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულამდე - პაციენტის გადასახდელი თანხის - 70 %;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულიდან 200 001-მდე - პაციენტის  გადასახდელი  თანხის - 50%;

გ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებით სარეიტინგო ქულა 200 000-ზე მეტია, შეწყვეტისას და ოჯახი, რომელიც არ იძებნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში - პაციენტის გადასახდელი თანხის - 40%;

1.1. თანადაფინანსება განისაზღვრება არანაკლებ 100 (ასი)  და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

1.2. გეგმური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება ბენეფიციარებს  გაეწევათ  წელიწადში ერთჯერ.

1.3. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან  ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100;

გ) კალკულაცია;

დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური  ქირურგიული  ოპერაცია);

ე) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) შესრულებული ქირურგიული ოპერაციისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედცინო დაწესებულებიდან  გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

1.4. არ ფინანსდება:

ა) საზღვარგარეთ გაწეული ქირურგიული ოპერაციის ხარჯები;

ბ) ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;

გ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების ქირურგიული ოპერაცია;

დ) პაციენტის მიერ გადახდილი თანხა.

2. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსებას.

2.1. თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში);

გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა;

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

2.3. არ ფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხა.

3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის მსაფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად ბენეფიციარის სამკურნალო და საოპერაციო თანადაფინასებას.

3.1. თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხით.

4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-5 წლამდე ბავშვების და ასაკის პენსიონერების სტაციონარული გადაუდებელი მომსახურების დაფინანსება ტყიბულის მუნიციპალიტეში განთავსებულ ჰოსპლიტლებში/კლინიკებში.

4.1. დაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

4.2. დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.

4.3. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) კალკულაცია;

ე) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100.

5. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამით სარგებლობის დროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომლის გამოყენების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

6. დაფინანსების გადარიცხვისთვის სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებული სამუშაო უნდა წარმოადგინოს სამედიცინო ჩარევის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე