“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
220.010.000.08.009.006.539
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 02/07/2004

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.539

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №131

2004 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

I. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (საკანონმდებლო მაცნე III, 1998 წელი, №5, მუხლი 127) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას რეპო ოპერაციებს კომერციულ ბანკებთან აწარმოებს ერთიდან თოთხმეტ დღემდე ვადით, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით, აუქციონის მეშვეობით, რასაც წინასწარ აცნობებს კომერციულ ბანკებს“.

2. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუქციონის ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს“.

3. პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აუქციონი ეწყობა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში დღის 11 სთ-ზე“.

4. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს ეროვნული ბანკი რეპო აუქციონის დაწყებამდე ერთი საბანკო დღით ადრე ატყობინებს (დანართი №2) კომერციულ ბანკებს მორიგ აუქციონზე სახაზინო ვალდებულებათა ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე“.

5. ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-11 პუნქტი.

6. პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. რეპო ოპერაციებით სახაზინო ვალდებულებათა ყიდვის (გაყიდვის) ლიმიტებს, აგრეთვე რეპო ოპერაციების ზღვრულ საპროცენტო განაკვეთს (რეპოს შემთხვევაში მაქსიმალურს, ხოლო უკურეპოს შემთხვევაში მინიმალურს) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია“.

7. ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-13 პუნქტი.

8. პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საქართველოს ეროვნული ბანკი პირველად დილერ კომერციულ ბანკებთან მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ატარებს გარანტირებულ რეპო ოპერაციებს, რომლის მოცულობის ლიმიტს განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია.“.

9. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. ფულად-საკრედიტო სავალუტო პოლიტიკის კომისიის მიერ დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით, მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის და ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოების წინადადებების საფუძველზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი განსაზღვრავს კონკრეტულ რეპო აუქციონზე შესასყიდი (გასაყიდი) სახაზინო ვალდებულებების მოცულობას, რაც 10 სთ-მდე ეცნობება აუქციონის კომიტეტს“.

10. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკს (ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოს) წარუდგენენ განცხადება-გარიგებას გენერალური ხელშეკრულების დანართის (ასევე ელექტრონული ფორმით) ფორმით აუქციონის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი საათით ადრე. ამასთან,დასაშვებია ერთი ბანკის მიერ განცხადება-გარიგებაში ერთდროულად რამდენიმე პროცენტისა და თანხის შეთავაზება.“

11. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტი.

12. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონის კომიტეტი გასაცემი სახსრების ოდენობას გამოიანგარიშებს ფორმულით:

                     NxE

F= ———————————

        i + 5                  d

1+(———— x ————)

         100                 365

F= გასაყიდი სახაზინო ვალდებულებით გასაცემი სახსრების საერთო თანხას;

N= გასაყიდ სახაზინო ვალდებულებათა ნომინალურ ღირებულებას;

E= სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას;

i = ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.

მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ ამ დებულების მე-4 დანართში განსაზღვრული წესით.

d= სახაზინო ვალდებულებათა დაფარვამდე დღეების რაოდენობას.

13. ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი.

14. დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებათა ყიდვის შემთხვევაში განაცხადები დახარისხდება მაღლიდან დაბალი საპროცენტო განაკვეთებისკენ თანამიმდევრობით შესაბამისი თანხების მითითებით.

აუქციონი მთავრდება, როდესაც საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით დალაგებული საერთო თანხა გაუთანაბრდება სახაზინო ვალდებულებების ყიდვისათვის განსაზღვრული თანხის მოცულობას.

ერთ და იმავე საპროცენტო განაკვეთზე რამდენიმე განაცხადის არსებობისას აუქციონის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციულად.“.

15. დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებების გაყიდვის შემთხვევაში განაცხადები დახარისხდება საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით.

აუქციონი მთავრდება, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება სახაზინო ვალდებულებების გაყიდვისათვის განსაზღვრული თანხის მოცულობას.

ერთსა და იმავე საპროცენტო განაკვეთზე რამდენიმე განაცხადის არსებობისას აუქციონის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციულად.“.

16. დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პირველადი დილერი ბანკების მიერ გარანტირებული რეპოს მოთხოვნის შემთხვევაში ისინი დაკმაყოფილდებიან ბოლო რეპო აუქციონზე დაფიქსირებული მინიმალური საპროცენტო განაკვეთში ფულად-საკრედიტო სავალუტო პოლიტიკის კომისიის მიერ მათთვის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში“.

17. დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსსახაზინო

  ვალდებულებების რეპოოპერაციების შესახებ“ დებულების

დანართი N 2

 

საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება რეპო ოპერაციების

აუქციონზე სახაზინო ვალდებულებების

 ყიდვის (გაყიდვის) შესახებ

 

                                                            მიეთითება საჭირო სიტყვა

 

200— წლის „__“____________

 

200— წლის „__“________ რეპო ოპერაციების აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული (გაყიდული) იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები _____ დღის ვადით.

ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებების გაყიდვის შემთხვევაში მიეთითება შემდეგი რეკვიზიტები:

ა) გასაყიდი სახაზინო ვალდებულებების რეგისტრაციის ნომერი;

ბ) სახაზინო ვალდებულებების დაფარვის თარიღი;

გ) სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა.

განაცხადი დადგენილი ფორმით წარმოადგინეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოში არა უგვიანეს 200 — წლის „__”__________

სახაზინო ვალდებულებებით გასაცემი სახსრების მოცულობა განისაზღვრება დებულების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის i-ს მნიშვნელობის გათვალისწინებით (მეორადი ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ ბაზარზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით).

საქართველოს ეროვნული ბანკის

 ვიცე-პრეზიდენტი”.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ი. მანაგაძე