1. ამ კანონის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) მოქმედება ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ ყველა გემზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემზე, რომელიც:

ა) ექსკლუზიურად შიდა ნაოსნობაშია ჩართული;

ბ) ნაოსნობას ახორციელებს მეჩხერ წყლებში ან ნავსადგურის წესების მოქმედების ზონაში;

გ) ჩართულია თევზჭერაში;

დ) აშენებულია ხისგან, ტრადიციული მეთოდით;

ე) არის სახელმწიფო საკუთრება, როდესაც ის კომერციული დანიშნულებით არ გამოიყენებ