„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2023 წლის 31 მაისი დაბა მესტია |
„ე) ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილებების, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურისა და მშენებლობის ნებართვების სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის – პროექტების მართვის განყოფილებისა და ასევე მომსახურე პერსონალისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტების მომზადების, მშენებლობისა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის განვითარება, კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება, მოსახლოების ტრანსპორტით მომსახურეობა, სამგზავრო მარშუტების განსაზღვრა და მგზავრთა გაზიდვა-გადაყვანის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას; პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას; განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადებას; არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელებას; დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;“.
|