„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 05.07.2004
ძალის დაკარგვა 06.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №49/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.13.007.006.554
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 08/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 42.55pt 0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.13.007.006.554
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №49/2004
2004 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 16 იანვრის დადგენილება №6/2004.
მუხლი 2🔗. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი თანდართული ნიმუშის მიხედვით.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.
2. თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონებით „საქართველოს საარჩევო კოდექსი”, „რეფერენდუმის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.
3. რეგლამენტი განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურას და სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.
4. ცესკოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტვიფრი, გაერთიანებულია ხაზინაში.
5. ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 29.
6. ცესკოს ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.
7. ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 9 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
8. ცესკოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ცესკოს დადგენილება;
ბ) ცესკოს განკარგულება;
გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;
დ) ცესკოს მდივნის განკარგულება.
თავი II
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები
მუხლი 2🔗. ცესკოს ხელმძღვანელი პირები
ცესკოს ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) ცესკოს თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცესკოს მდივანი.
მუხლი 3🔗. ცესკოს თავმჯდომარე
ცესკოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს ცესკოში;
ბ) იწვევს და უძღვება ცესკოს სხდომებს;
გ) განკარგავს ცესკოს ფულად სახსრებს;
დ) ანაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის;
ე) ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;
ვ) ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;
ზ) გამოსცემს განკარგულებებს;
თ) გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებას;
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს.
მუხლი 4🔗. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით;
ბ) ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. ცესკოს მდივანი
ცესკოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
გ) გამოსცემს განკარგულებებს;
დ) ცესკოს სამსახურებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი
მუხლი 6🔗. აპარატის მართვა
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით.
2. აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ცესკოს თავმჯდომარე.
3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობით.
მუხლი 7🔗. აპარატის უფროსი
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობას;
ბ) ამზადებს კომისიის თავმჯდომარის განკარგულების პროექტებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის ცალკეულ დავალებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს და თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხას;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცესკოს აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წინაშე.
3. ცესკოს აპარატის უფროსს შეიძლება უნდობლობა გამოუცხადდეს კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელებისა ან მის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო.
მუხლი 8🔗. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი სამსახურები:
ა) საერთო;
ბ) საოქმო-სარეგისტრაციო;
გ) იურიდიული;
დ) საორგანიზაციო;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის;
ვ) ეკონომიკური;
ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;
თ) საკადრო;
ი) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების;
კ) კომპიუტერული უზრუნველყოფის.
2. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სამსახურები.
თავი IV
ცესკოს სამსახურები
მუხლი 9🔗. აპარატის სამსახურების საერთო ვალდებულებები
1. ცესკოს აპარატის სამსახურები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სამსახურის შიდა დებულებით.
2. ცესკოს სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. იგი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა, ცესკოს წევრთა და აპარატის უფროსის დავალებებს, რომელიც ამ სამსახურის კომპეტენციაში შედის.
3. ყველა სამსახური აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას საჯარო რეესტრში შესატანად.
4. ყველა სამსახური, როგორც წესი, ვალდებულია:
ა) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტები, იურიდიული სამსახურის ვიზირებით გადასცეს საერთო სამსახურს;
ბ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საერთო სამსახურს.
მუხლი 10🔗. საერთო სამსახური
საერთო სამსახური:
ა) აწარმოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსულ ყველა სახის დოკუმენტაციის მიღებასა და ჟურნალში რეგისტრაციას სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან;
გ) უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას ხელმოწერიდან (მიღებიდან) ერთი დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის რეგისტრაციისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების მიზნით;
დ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით;
ე) ამზადებს საწარმო საკითხებს მიკუთვნებული განკარგულებების პროექტებს;
ვ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ცესკოს არქივში განთავსებას და შენახვას;
ზ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 11🔗. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;
ბ) ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გასატარებლად;
გ) ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტრაციას საარჩევნო ოლქებში;
დ) ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს;
ე) რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას;
ვ) მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
თ) ამრავლებს მასალებს კომისიის სხდომებისათვის;
ი) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 12🔗. საკადრო სამსახური
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცსკ-ის საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და წარუდგენს მას ცსკ-ს დასამტკიცებლად;
ბ) ამზადებს განკარგულებების პროექტებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გ) აწარმოებს და ინახავს აპარატის თანამშრომლებისა და კომისიის წევრების პირად საქმეებს;
დ) ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში მიღების, გადაადგილებისა და მათი გათავისუფლების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ე) უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 13🔗. იურიდიული სამსახური
იურიდიული სამსახური:
ა) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიას ან კომისიის თავმჯდომარეს;
ბ) არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს და აძლევს ახსნა-განმარტებას კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
გ) იხილავს არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან (პლებისციტი, რეფერენდუმი და ა.შ.) დაკავშირებულ საკითხებსა და დარღვევებს, მიღებულ დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
დ) წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;
ე) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს ცესკოს სამსახურების მიერ მომზადებული საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმები, დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
თ) ინახავს და აღრიცხავს „საკანონმდებლო მაცნის” ყველა ნომერს;
ი) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 14🔗. საორგანიზაციო სამსახური
საორგანიზაციო სამსახური:
ა) კოორდინაციას უწევს და ცესკოს აწვდის ინფორმაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის შესახებ;
ბ) აგროვებს ინფორმაციას ქვემდგომი კომისიების შემადგენლობებსა და მათში ცვლილებების შესახებ;
გ) იღებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობისა და საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების შესახებ;
დ) აცნობებს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს ცესკოს მიერ მიღებული აქტების შესახებ;
ე) გადასცემს ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურს და იღებს საჭირო ინფორმაციას მისგან;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ზ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 15🔗. საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახური
საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ბ) გეგმავს და იურიდიულ სამსახურთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სასწავლო სემინარებს, კონსულტაციებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისათვის, დამკვირვებლებისათვის, მოსამართლეებისათვის, ეკონომიკურ სამსახურთან ერთად ახორციელებს საფინანსო ტრენინგებს;
გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას;
დ) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს კანდიდატურებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებად;
ე) თანამშრომლობს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 16🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ახორციელებს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ინვენტარის, მატერიალურ ფასეულობათა, ბიულეტენების, ინსტრუქციების, სხვადასხვა სახის მასალების შეძენის, დაბეჭდვისა და ადგილებზე დროულად მიწოდების ღონისძიებებს;
ბ) კომისიის საორგანიზაციო სამსახურთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების დახმარებით, უზრუნველყოფს სათანადო სამუშაო პირობებით ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
გ) შესაბამისი ორგანიზაციების და დაწესებულებების ხელთ არსებული ყველა საშუალების მაქსიმალურად გამოყენების გზით უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიებთან სატელეფონო და რადიოკავშირების დამყარებას;
დ) ასრულებს ცესკოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;
ე) სამსახურის უფროსი არის კომისიის ბალანსზე რიცხულ ფასეულობებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 17🔗. კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური
კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
ბ) გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გაფართოებას მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით;
გ) აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში;
დ) ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
ე) სხვა სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
ვ) ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
ზ) უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას;
თ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 18🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) არეგულირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ურთიერთობას პრესასთან და საზოგადოებასთან;
ბ) გეგმავს და ორგანიზაციას უწევს პრესისა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
გ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) გასცემს ინფორმაციას ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ორი დღისა;
ე) წარუდგენს კომისიის მდივანს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტაციის განკარგულების პროექტს;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 19🔗. ეკონომიკური სამსახური
ეკონომიკური სამსახური:
ა) ადგენს წლიურ საფინანსო გეგმას და წარადგენს კომისიის სხდომაზე დასამტკიცებლად;
ბ) ადგენს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს დასამტკიცებლად არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯთაღრიცხვის მასალებს;
გ) კონტროლს უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) კონტროლს უწევს პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ცესკოს მიერ რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების ფორმირებას;
ე) აწარმოებს მიმდინარე საფინანსო საქმიანობას;
ვ) ახორციელებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვას;
ზ) ახორციელებს ანგარიშსწორებას კერძო პირებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუშაკთა შრომის განაკვეთურ და საათობრივ ანაზღაურებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულების პროექტებს;
ი) ამოწმებს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების ფინანსურ საქმიანობას სრულად;
კ) კვარტალში ერთხელ ცესკოს თავმჯდომარეს აბარებს რევიზიის ანგარიშს;
ლ) საერთო არჩევნების ჩატარების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს რევიზიის შედეგებს საარჩევნო ოლქებიდან ცესკოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
მ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
თავი V
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
მუხლი 20🔗. ცესკოს სხდომა
1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს ცესკო. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის არანაკლებ 3 წევრი ერთობლივად.
2. სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.
4. კომისიის სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის შესაბამისი სამსახურები.
5. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – მოადგილე.
6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საერთო სამსახური და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. კომისიის სხდომას ესწრებიან სამსახურებისა და სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები. კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის განხილვისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. გადაწყვეტილების პროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარეობს მათ გარეშე.
8. კომისიის სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას კომისიის წევრები დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ.
9. თითოეული საკითხის განხილვისას კომისიის წევრებს შეუძლიათ მხოლოდ ორჯერ გამოსვლა. გამონაკლისი დაიშვება სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. კომისიის სხდომაზე ცესკოს აპარატის წევრებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს განსახილველ თითოეულ საკითხზე შეუძლიათ ერთხელ გამოსვლა კომისიის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების გამოსვლის შემდეგ.
10. ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დაატოვებინოს დამრღვევს სხდომის დარბაზი.
11. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საერთო სამსახური და გადასცემს შესაბამის სამსახურებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
12. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 21🔗. კენჭისყრა
1. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
2. ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
3. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. თანამდებობაზე ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
5. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
თავი VII
საქმიან ქაღალდებზე მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 22🔗. საქმეთა წარმოება
1. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საერთო სამსახურში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. საერთო სამსახური შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურს შესასრულებლად.
4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საერთო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
5. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
6. აკრძალულია კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.