“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 05.07.2004
ძალის დაკარგვა 07.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.006.563
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:46.3pt 42.0pt 35.95pt 62.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.006.563
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №86
2004 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და მისი მოადგილის – სამინისტროს საპარლამენტო მდივნის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობა და ამ სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან მათი შესაბამისობის კუთხით;
ე) სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამინისტროში განსახილველად შემოსული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
ვ) საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმები და მათი შესრულებისათვის მოითხოვოს საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემა;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები დეპარტამენტის საშტატო რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით;
გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
ე) განიხილოს მოქალაქეთა და მიგრანტთა წერილები, საჩივრები, წინადადებები და განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები;
ვ) მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ემორჩილება მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს – სამინისტროს საპარლამენტო მდივანს.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) დეპარტამენტის მუშაობისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს – სამინისტროს საპარლამენტო მდივანს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოხელეების პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის – სამინისტროს საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსი.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი იყოფა სამმართველოებად, რომლებსაც ხელმძღვანელეობენ სამმართველოს უფროსები.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის სამმართველოებია:
ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.
4. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობა და ამ სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
გ) სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამინისტროში განსახილველად შემოსული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან მათი შესაბამისობის კუთხით;
გ) საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
6. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და მთავარი სპეციალისტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. დეპატამენტის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელთაც ამტკიცებს მინისტრი.