ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2023
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №126
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ჭიათურაში ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერისთვის გივი ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა გუბში მე-12 ქუჩისთვის სერგო აბზიანიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ თელოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ იანეულში
მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისააკ კეკელიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №126
2023 წლის 31 მაისი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ
გამოჩენილი ხონელის, ცნობილი კინორეჟისორისა და სცენარისტის, საქართველოს სახლხაო არტისტის, ხონის საპატიო მოქალაქის ნანა მჭედლიძის სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართვლობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗. ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიენიჭოს გამოჩენილი ხონელის, ცნობილი კინორეჟისორისა და სცენარისტის, საქართველოს სახლხაო არტისტის, ხონის საპატიო მოქალაქის ნანა მჭედლიძის სახელი.
მუხლი 2🔗. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სამტრედია, ძმები ნინუების ქ.№1) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 3🔗. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერ ბახტაძე