„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №109/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.088.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №109/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/30

2023 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №109/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №109/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017733) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმის მართვას ახორციელებს მუზეუმის გენერალური დირექტორი, რომელსაც სამინისტროსათვის წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს მუზეუმის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 20 ივნისს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი