“სამედიცინო დაწესებულებების მიწისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლების წესის შესახებ” ინსტრუციის დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 09.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №473150/ნ
სარეგისტრაციო კოდი 200.190.000.11.117.006.567
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 15/07/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სამედიცინო დაწესებულებების მიწისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლების წესის შესახებ” ინსტრუციის დამტკიცების თაობაზე”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.25in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:.5in; text-align:center; text-indent:-.25in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.25in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-45.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:63.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:63.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.3pt .75in 1.0in 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 2000.190.000.11.117.006.567
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №473–№150/ნ
2004 წლის 9-8 ივლისი
ქ თბილისი
„
სამედიცინო
დაწესებულებების
მიწისა
და
ქონების
გადასახადებისაგან
გათავისუფლების
წესის
შესახებ“
ინსტრუქციის
დამტკიცების
თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე, 215-ე და 227-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს „სამედიცინო დაწესებულებების მიწისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლების წესის შესახებ“ ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ლ. ჭიპაშვილი
ინსტრუქცია
სამედიცინო
დაწესებულებების
მიწისა
და
ქონების
გადასახადებისაგან
განთავისუფლების
წესის
შესახებ
მუხლი 1🔗. გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებები
1. სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან მიღებული აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი ლიცენზია. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენენ ის იურიდიული პირები, რომელთა ფინანსურ რესურსებში სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული ნაწილი შეადგენს არანაკლებ 75%-ს, ხოლო მის ბალანსზე არსებული ძირითადი ფონდების საშუალო წლიური ღირებულების არანაკლებ 75%-სა დაკავებულია შემდეგი ფუნქციების განსახორციელებლად:
ა) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა;
ბ) დაავადებათა პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა და/ან პაციენტების რეაბილიტაცია;
გ) სამეანო საქმიანობა;
დ) ფარმაცევტული საქმიანობა;
ე) სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობა და ჰიგიენური ნორმირება;
ვ) გვამის პათოლოგიური-ანატომიური გამოკვლევა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;
ზ) ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
2. სამედიცინო დაწესებულების ქონება – სამედიცინო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი და არამატერიალური აქტივები. აგრეთვე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აღნიშნული ქონება.
3. სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწა – სამედიცინო დაწესებულების საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი.
მუხლი 2🔗. სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონების ღირებულების განსაზღვრის წესი
1. საწარმოთა ქონების გადასახადით არ იბეგრება სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულების ქონება, შესაბამისად, გადასახადისგან გათავისუფლებას არ ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულების ბალანსზე რიცხული დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი, დასადგმელი მოწყობილობები, აგრეთვე ძირითადი საშუალებები (მ.შ., ლიზინგით მიღებული) და სხვა ქონება, რომლებიც არ გამოიყენება სამედიცინო საქმიანობისათვის.
2. იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება გამიჯნული არ არის საერთო ქონებისაგან, რის გამოც შეუძლებელია მისი ღირებულების გამოანგარიშება, გადასახადისაგან განთავისუფლებული ქონების ღირებულება განისაზღვრება საერთო ფართობში სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებული ქონების ფართობის პროპორციულად ან სამედიცინო დაწესებულების მიერ მიღებულ საერთო შემოსავლებში სამედიცინო საქმიანობით მიღებული შემოსავლების წილის მიხედვით.
მაგალითი 1. სამედიცინო დაწესებულების შენობაში, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 3000 მ2-ს, ხოლო საბალანსო ღირებულება 100000 ლარს, 300მ2 ფართობი გამოყენებულია არასამედიცინო მიზნებისათვის. შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებული ქონების ღირებულება შეადგენს 90000 ლარს.
მაგალითი 2. სამედიცინო დაწესებულების შენობა (შენობის ნაწილი) რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 100000 ლარს, გამოყენებულია როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო საქმიანობისათვის, ამასთან სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული შენობის ფართობების გამიჯვნა ერთმანეთისაგან შეუძლებელია. სამედიცინო დაწესებულების წლიური ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 500000 ლარს, მ.შ., სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 400000 ლარს. შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული შენობის ღირებულება შეადგენს 80000 ლარს.
მაგალითი 3. სამედიცინო დაწესებულება ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას, რომლის საშუალო წლიური ღირებულება შეადგენს 10000 ლარს, იყენებს როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო საქმიანობისათვის (ხელშეკრულების შესაბამისად ემსახურება სხვა ეკონომიკურ სუბიექტს). სამედიცინო დაწესებულების მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი და სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც წინა მაგალითში. შესაბამისად, ავტომანქანის საშუალო წლიური ღირებულებიდან ქონების გადასახადით დაბეგვრას არ ექვემდებარება 8000 ლარი.
მუხლი 3🔗. სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ფართობის განსაზღვრა
1. მიწის გადასახადით არ იბეგრება სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის.
მაგალითი 4. სამედიცინო დაწესებულებაზე დამაგრებულია მიწის ნაკვეთი 20000 მ2-ის ოდენობით, საიდანაც სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებულია 12000 მ2. 5000 მ2 გამოყენებულია არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო დანარჩენი 3000 მ2 გამოუყენებელია. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაზე დამაგრებული 15000 მ2 (12000+3000) მიწის ფართობი, რომელიც არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის, არ დაიბეგრება მიწის გადასახადით, ხოლო დარჩენილი 5000 კვ.მ. მიწა წარმოადგენს მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
2. იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო დაწესებულებაზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი გამოიყენება როგორც სამედიცინო, ასევე, ამავე დროს არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის და შესაბამისად მათი გამიჯვნა მიწის საერთო ფართობისაგან შეუძლებელია, მიწის გადასახადისაგან გათავისუფლებული მიწის ფართობი განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების ერთობლივ წლიურ შემოსავალში სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების წილის პროპორციულად.
მაგალითი 5. სამედიცინო დაწესებულებაზე დამაგრებულია 20000 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ასევე არასამედიცინო საქმიანობისათვის. სამედიცინო დაწესებულების ერთობლივი წლიური შემოსავალი შეადგენს 500000 ლარს, მ.შ., სამედიცინო საქმიანობიდან – 400000 ლარს. შესაბამისად, მიწის გადასახადისაგან გათავისუფლებული მიწის ფართობი შეადგენს 16000 მ2-ს.