საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დარგობრივი პროფესიული ასოციაციების განსაზღვრის წესისა და პირობების შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №39/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დარგობრივი პროფესიული ასოციაციების განსაზღვრის წესისა და პირობების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №39/ნ
2023 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დარგობრივი პროფესიული ასოციაციების განსაზღვრის წესისა და პირობების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, მე-15 და მე-16 მუხლების, მე-18 მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში კონსულტაციების, სამეცნიერო და პროფესიული განხილვების, სათანადო პროექტების შემუშავების, პაციენტის უფლებების დაცვაში მონაწილეობისა და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით, განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ასოციაციების აღიარებისა და ავტორიზაციის/რეგისტრაციის წესი და პირობები შემდეგი სახით:
ა) ამ ბრძანების მიზნებისთვის დარგობრივ პროფესიულ ასოციაციად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ბ) ამ ბრძანების მიზნებისათვის დარგობრივ პროფესიულ ასოციაციას სამინისტროს მიერ აღიარების სტატუსი ენიჭება №1 დანართით (,,სამინისტროს მიერ პროფესიული ასოციაციის ავტორიზაციის კრიტერიუმები“) განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. კრიტერიუმებთან შესაბამისობას განსაზღვრავს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი;
გ) სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ დარგობრივი პროფესიული ასოციაციების №1 დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის ავტორიზაციას შესაბამის ელექტრონულ მოდულში.
2. ავტორიზებული დარგობრივი პროფესიული ასოციაციის ვალდებულებებია:
ა) შესაბამის დარგში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების – გაიდლაინების, კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების – პროტოკოლების შემუშავება/განახლება, მათ შორის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში;
ბ) საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტების/ცვლილებების მომზადება, მათ შორის, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში;
გ) უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობა, მათი მომზადებისა და განხორციელების გზით;
დ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შესაბამისი საკონსულტაციო დახმარება და რეკომენდაციების შემუშავება.
3. ავტორიზებული დარგობრივი პროფესიული ასოციაციის განსაზღვრული უპირატესობაა:
ა) ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში (გაიდლაინის/პროტოკოლის, კომპეტენციების, უსგ პროგრამების შემუშავება და სხვა) დოკუმენტების ავტორს/ავტორთა ჯგუფს მიენიჭოს 50 უპგ ქულა, ,,უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანების შესაბამისად;
ბ) ისარგებლოს სამინისტროს მხარდაჭერით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინსტიტუციებთან და დონორებთან თანამშრომლობისას.
4. ავტორიზებულ დარგობრივ პროფესიულ ასოციაციას ავტორიზაცია უჩერდება/ უუქმდება:
ა) ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ერთი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში (სამინისტროს მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე მინიმუმ 3 მითითების უგულებელყოფა) დარგობრივ პროფესიულ ასოციაციას უჩერდება ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები, ხოლო მინიმუმ 6 მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში უუქმდება სამინისტროს ავტორიზაციის სტატუსი;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტატუსისა და უფლებამოსილებების აღდგენა შესაძლებელი იქნება ასოციაციის საქმიანობის გააქტიურების შემთხვევაში, განმეორებითი შეფასების საფუძველზე.
5. ავტორიზებული დარგობრივი პროფესიული ასოციაციების რეესტრი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. ავტორიზებული დარგობრივი პროფესიული ასოციაციების საქმიანობას აღნიშნული ბრძანების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი
დანართი №1
სამინისტროს მიერ პროფესიული ასოციაციის ავტორიზაციის კრიტერიუმები
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარგობრივი პროფესიული ასოციაცია რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, არასამეწარმეო, (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით.
2. დარგობრივი პროფესიული ასოციაციის წესდება ითვალისწინებს შესაბამისი დარგის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობას.
3. დარგობრივი პროფესიული ასოციაციის წესდებით განსაზღვრულია პროფესიული ასოციაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირის, პროფესიული ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს შექმნის/არჩევის წესი და ვადა, რომლის მანძილზეც იგი განახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას.
4. დარგობრივ პროფესიულ ასოციაციას აქვს საკუთარი ვებგვერდი, სადაც, სულ მცირე, ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი ინფორმაცია: ასოციაციის სახელი, ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია, ასოციაციის ხელმძღვანელის ასოციაციის მმართველი გუნდის ან/და წევრების ვინაობა და რეგალიები.
5. დარგობრივი პროფესიული ასოციაციის საქმიანობა შეესაბამება მის მისიას დარგის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. ამის დამადასტურებელი საქმიანობა უნდა აისახოს ასოციაციის ყოველწლიურ ანგარიშში.
6. დარგობრივი პროფესიული ასოციაცია ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ: საქართველოში ჩატარებული კონფერენციების, ასევე, საერთაშორისო დარგობრივ ფორუმებში/კონფერენციებში მონაწილეობის, მომზადებული უსგ აქტივობების, გაიდლაინების/პროტოკოლების, საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტების და სხვათა შესახებ. უზრუნველყოფს ანგარიშის საჯაროობას (მ.შ. შესაბამისი საჯარო ინფორმაციის ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებას, როგორიცაა არის: გაიდლაინები/პროტოკოლები, ჩატარებული კონფერენციები და სხვა).
7. დარგობრივი პროფესიული ასოციაცია უნდა უზრუნველყოფდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამების და ან პროფესიული განათლების პროგრამების ექსპერტიზას/მომზადებას/განახლებას.
8. დარგობრივი პროფესიული ასოციაცია სასურველია აქტივობებს ახორციელებდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, ხელშეკრულების, შეთანხმების ფარგლებში) და/ან იყოს შესაბამისი საერთაშორისო ასოციაციის წევრი/ასოცირებული წევრი.
9. დარგის განვითარების მიზნით დარგობრივ პროფესიულ ასოციაციას ან მის ცალკეულ წევრს და/ან წევრებს ასოციაციის ეგიდით ბოლო 3 წლის მანძილზე ჩატარებული უნდა ჰქონდეს სხვადასხვა უსგ აქტივობა.