“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ”
მიღების თარიღი 14.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №809
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.11.106.006.568
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 14/07/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 63.0pt 53.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.11.106.006.568
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №809
2004 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა სრულყოფილად განხორციელების მიზნით, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №56 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – სალიკვიდაციო კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1) ეკატერინე გურეშიძე – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე.
2) დავით ეგიაშვილი – მიწის მართვის დეპატრამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3) მარიკა კვანტრიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი.
4) გიორგი შონვაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი.
5) თეა დაბრუნდაშვილი – მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
6) ზაქარია ზირაქიშვილი – მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
7) კოკი ბაქრაძე – მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
8) ეკა ლაფაჩი – მიწის მართვის დეპარტამენტის კანონშემოქმედებისა და იურიდიული სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.
9) ავთანდილ ლაბაძე – მიწის მართვის დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი.
10) მამუკა ჯაყელი – მიწის მართვის დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი.
11) ჯუმბერ ფანჩულიძე – მიწის მართვის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს უფროსი.
2. დაევალოს იუსტიციის საკადრო საკითხთა დეპარტამენტს (მ. კვანტრიშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებით ლიკვიდაციას დაქვემდებარებული მიწის მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გაფრთხილება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამდებობიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.
3. სალიკვიდაციო კომისიამ განახორციელოს:
ა) პრესის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიისათვის მიმართვის წესისა და პირობების თაობაზე. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან;
ბ) მიწის მართვის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსისა და დასკვნის წარმოდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სალიკვიდაციო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სამუშაო სხდომა ტარდება კვირაში ერთხელ მაინც. სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით.
6. კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ კომისიის წევრები, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
7. კომისია თავის საქმიანობას წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ეკატერინე გურეშიძეს.
9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი