ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე, 264-ე და 265-ე მუხლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1974

დოკუმენტის ტექსტი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 255- , 264- და 265- მუხლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

„სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 255-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები “ოფიცერთა, სერჟანტთა და
რიგითი შემადგენლობის პირებს“ შეიცვალოს სიტყვებით: „ჯარისკაცებს, მატროსებს, სერჟანტებს, ზემდეგებს, პრაპორშჩიკებს, მიჩმანებსა და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს“.

2. 264-ე მუხლის “გ“ პუნქტსა და 265-ე მუხლის „გ“ პუნქტში სიტყვების „ოფიცერთა შემადგენლობის პირის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პრაპორშჩიკის, მიჩმანის“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე   . ძოწენიძე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი   . კვაჭაძე

თბილისი , 1974 წლის 28 ივნისი .