ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1974

დოკუმენტის ტექსტი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რეპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლების 23-ე მუხლში დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 11 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლს მერვე ნაწილის შემდეგ დაემატოს შინაარსის ახალი ნაწილები:

„იმ სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად უსჯიან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნების და საქმის სხვა გარემოებების, აგრეთვე დამნაშავის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, მაგრამ მასზე ზედამხედველობის განხორციელებით გამოსწორებისა და ხელახლა აღზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია შეუფარდოს მას პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, დანიშნული სასჯელის ვადით, განაჩენის აღსრულების გამგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. განაჩენში მითითებული უნდა იქნეს ასეთი გადაწყვეტილების მოტივები. მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით პირობით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისა და მოხდის წესსა და პირობებს ადგენს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობა“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                          გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                   ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1974 წლის 30 აგვისტო.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.08.1974.
როდის იქნა მიღებული „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ“?
„ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.08.1974. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.1974 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ“, №0, 30.08.1974, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.1974). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5821296/