„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71-ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი
040110000.33.062.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის

ბრძანება №71-ძ/ს

2023 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის
2023 წლის 7 თებერვლის
№06-ძ/ს
ბრძანებაში
(სსმ, ვებგვერდი, 08/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016133) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანების დანართით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ბენეფიციარი

ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის მიმღები დევნილი/დევნილი ოჯახი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/საინიციატივო ჯგუფი;“.

2.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სხვა მოწყვლადი დევნილი/დევნილი ოჯახი – არაუმეტეს 1000 ლარი.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სხვა მოწყვლადი დევნილი/დევნილი ოჯახი.“.

4. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სხვა მოწყვლადი დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი

არაუმეტეს 300 ლარი.“.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) ბენეფიციარია7:

ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში, რომელზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:

ა.ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე;

ა.ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე;

ა.ბ) დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ობიექტის საერთო სარგებლობის ფართის გარემონტებისთვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების მიზნით.

ბ)
დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 1000 ლარისა;

გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი)/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

გ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);

გ.გ) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მითითებული სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ.დ) მოთხოვნილი სარემონტო/სამშენებლო მასალების (კერამოგრანიტი (მეტლახი), თაბაშირ-მუყაოს ფილა, ლინოლიუმი, წებოცემენტი, სამშენებლო ბათქაში (ფითხი), შპალერი, ლამინირებული იატაკი (ლამინატი), პლინტუსი, ლამინატის ქვეშ დასაგები გუბკის ფილები, შპალერის წებო, საღებავი, ქვიშა/ღორღი, ცემენტი, სამშენებლო აგური/ბლოკი, გრუნტი კონცენტრატი, ტიხრის პროფილი (თაბაშირ-მუყაოს ფილის მისაკრავი), წყალკანალიზაციის მილები, ელსადენები და სხვა) ჩამონათვალი და კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი.

7
კომისია უფლებამოსილია საგამონაკლისო წესით ქვეპროგრამაში ჩართოს სხვა ბენეფიციარიც.“.

მუხლი 2🔗

ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია