საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.07.2004
ძალის დაკარგვა 16.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №835
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.575
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 19/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,385 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2004 მიღება
16.05.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:119.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-119.0pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.55pt 59.0pt 19.05pt 49.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.575 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №835 2004 წლის 19 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. ეროვნული სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. ეროვნული სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ეროვნულ სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო (მათ შორის სავალუტო) ანგარიში, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის №2.     მუხლი 2🔗. ეროვნული სააგენტოს მიზანი ეროვნული სააგენტოს მიზანია: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების, ასევე მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების სახელმწიფო რეგისტრაცია ამ უფლებების აღიარებისა და დადასტურების მიზნით; ბ) უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი განახლების სამუშაოთა ორგანიზაცია-განხორციელება; გ) საჯარო რეესტრის მონაცემთა სისტემატიზაცია, უსაფრთხო შენახვა, საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება; დ) საჯარო რეესტრის მონაცემთა ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისათვის; ე) უნიფიცირებული, თანამედროვე საჯარო რეესტრის შექმნისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებით უძრავი და მოძრავი ნივთების ბაზრის განვითარებისათვის ხელის შეწყობა.     მუხლი 3🔗. ეროვნული სააგენტოს ფუნქციები ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია: ა) უძრავ და მოძრავ ნივთებზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით განსაზღვრული წინასწარი ჩანაწერის რეგისტრაცია; გ) ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების რეგისტრაცია; დ) უძრავ და მოძრვ ნივთებზე ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და გაცემა; ე) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოებისათვის მიწოდება; ვ) საჯარო რეესტრის მონაცემთა სისტემატიზაცია, კომპიუტერიზაცია და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა; ზ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების აღრიცხვა; თ) საჯარო რეესტრის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა; კ) უძრავ ნივთებზე საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების, აგრეთვე მოძრავ ნივთებზე სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე ანალიტიკური, საინფორმაციო და საცნობარო ბიულეტენების, თემატური ატლასების, ტერიტორიების სივრცითი და ინფორმაციული მოდელირების, ასევე სხვა დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც შეიძლება არ წარმოადგენდეს სარეგისტრაციო მომსახურების უშუალო თანამდევ შედეგს; ლ) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებათან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთა კონსულტირება; მ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება; ნ) ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საერთო ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, სამართლებრივი, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური (რესურსული) უზრუნველყოფა; ო) ეროვნული სააგენტოსა და მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საშტატო ნუსხების დამტკიცება; მათი ანგარიშების განხილვა, საქმიანობის კონტროლი და მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა; პ) ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა შერჩევისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფა; ჟ) ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის, ანგარიშების და ინფორმაციების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა; რ) სარეგისტრაციო-საინფორმაციო მომსახურების საზღაურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და წინადადებების მომზადება; ს) ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ტ) საზოგადოებასთან, საინფორმაციო საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა; უ) სხვადასხვა უწყებებიდან სპეციალისტების, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა; ფ) ქვეყნის ტერიტორიის საკადასტრო აღწერებთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, ხარისხისა და სისრულის კონტროლი, შედეგების მიღება, შენახვა, გამოყენება და საინფორმაციო მომსახურება; ქ) ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და არსებული წესით დადგენილი ფუნქციების შესრულების შესახებ კონტროლის განხორციელება; ღ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 4🔗. ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. 3. თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკუთარი ინიციატივით. 4. თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. 5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.     მუხლი 5🔗. ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე 1. ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს ეროვნულ სააგენტოს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ეროვნული სააგენტოს საქმიანობას ეხება; გ) უზრუნველყოფს ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) მინისტრს წარუდგენს შესათანხმებლად პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს (გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს; ზ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად; თ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს საშტატო ნუსხას; ი) ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესს; კ) ანაწილებს მოვალეობებს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ლ) ატარებს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს მუშაობის შედეგებს; მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ეროვნული სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, საჯარო რეესტრის სისტემის რეგულირებისა და მისი სრულყოფის შესახებ; ნ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. თავმჯდომარის მიერ იქმნება სათათბირო ორგანო – თავმჯდომარის სათათბირო საბჭო, რომელზეც განიხილება ეროვნული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. საბჭოს შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს თავმჯდომარე.     მუხლი 6🔗. ეროვნული სააგენტოს სტუქტურა 1. ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით. 2. ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) თავმჯდომარის აპარატი; ბ) რეგისტრაციის სამსახური; გ) კადასტრის სამსახური; დ) საარქივო სამსახური; ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახური; ვ) იურიდიული სამსახური; ზ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური; თ) სამეურნეო-ტექნიკური სამსახური; ი) შესყიდვების სამსახური; კ) მარკეტინგის სამსახური; ლ) კადრებისა და ტრენინგის სამსახური; მ) კანცელარია; ნ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობების სამსახური; ო) შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახური; პ) რეესტრის ინფორმაციული მართვის ცენტრი. 3. ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებია: ა) თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; ბ) ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; გ) ქედის სარეგისტრაციო სამსახური; დ) ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური; ე) შუახევის სარეგისტრაციო სამსახური; ვ) ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური; ზ) ხულოს სარეგისტრაციო სამსახური; თ) სოხუმის სარეგისტრაციო სამსახური; ი) გაგრის სარეგისტრაციო სამსახური; კ) გუდაუთის სარეგისტრაციო სამსახური; ლ) გულრიფშის სარეგისტრაციო სამსახური; მ) ოჩამჩირის სარეგისტრაციო სამსახური; ნ) გალის სარეგისტრაციო სამსახური; ო) ფოთის სარეგისტრაციო სამსახური; პ) ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური; ჟ) აბაშის სარეგისტრაციო სამსახური; რ) მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური; ს) მესტიის სარეგისტრაციო სამსახური; ტ) სენაკის სარეგისტრაციო სამსახური; უ) ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახური; ფ) წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახური; ქ) ხობის სარეგისტრაციო სამსახური; ღ) ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური; ყ) წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური; შ) ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური; ჩ) ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახური; ც) ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახური; ძ) ვანის სარეგისტრაციო სამსახური; ჭ) ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური; ხ) თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური; ჯ) სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ) საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ა) ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ბ) ხონის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.გ) ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.დ) ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ე) ჩოხატაურის’სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ვ) ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ზ) ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.თ) ონის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ი) ცაგერის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.კ) რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური; ­ჰ.ლ) ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.მ) გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ნ) დმანისის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ო) თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.პ) მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჟ) წალკის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.რ) კასპის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ს) გორის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ტ) ქარელის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.უ) ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ფ) ერედვის სარეგისტრაციო სამსახური;’ ჰ.ქ) ქურთის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ღ) ცხინვალის სარეგისტრაციო სამსახური: ჰ.ყ) ჯავის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.შ) მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჩ) ახალგორის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ც) დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ძ) თიანეთის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.წ) ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჭ) თელავის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ხ) ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჯ) გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ) დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.ა) ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.ბ) საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.გ) სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.დ) ყვარლის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.ე) ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.ვ) ადიგენის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.ზ) ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.თ) ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.ი) ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური; ჰ.ჰ.კ) ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური. 7. ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.     მუხლი 7🔗. ეროვნული სააგენტოს სტუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ამოცანები 1. თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ამოცანაა თავმჯდომარის ორგანიზაციული, ინფორმაციულ-სტატისტიკური და ანალიტიკური უზრუნველყოფა; თავმჯდომარის მიერ ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; სხდომების გამართვის, განსახილველი საკითხების და დღის წესრიგის პროექტების მომზადების ორგანიზება, თავმჯდომარის ცალკეული და ოპერატიული დავალებების შესრულება; თავმჯდომარის ფოსტის დამუშავება და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება. 2. რეგისტრაციის სამსახურის ძირითადი ამოცანაა უძრავი და მოძრავი ქონების საჯარო რეესტრის ერთიანი უნიფიცირებული სისტემის ორგანიზაცია, წარმართვა, მეთოდიკური და ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისადმი კონტროლის განხორციელება. 3. კადასტრის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საკადასტრო სამუშაოების ჩატარების ორგანიზაცია და განხორციელების ზედამხედველობა; საკადასტრო მონაცემთა დოკუმენტირების, რუკების (გეგმების) დამუშავების, გამოქვეყნების, შენახვისა და გავრცელების უზრუნველყოფა. 4. საარქივო სამსახურის ძირითადი ამოცანაა ტექნიკური აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) საქმიანობის ორგანიზაცია და წარმართვა, მონაცემთა სისტემატიზაცია, უნიფიცირება და გაახლება; საარქივო საქმის წარმართვა. 5. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანაა, ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, ურთიერთობის დამყარება და მიმდინარე პროექტების კოორდინაცია; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ეროვნული სააგენტოს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ. 6. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანაა ეროვნული სააგენტოს სისტემის სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფა; ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მათი ვიზირება და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; სამსახურებრივი და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავებისას დასკვნების მომზადება; სასამართლო ორგანოებში ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. 7. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ამოცანაა სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა; საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ოპერატიული მართვა, სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი წარდგენა სამინისტროში და ხაზინაში. 8. სამეურნეო-ტექნიკური სამსახურის ძირითადი ამოცანაა ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზება, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა. 9. მარკეტინგის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ეროვნულ სააგენტოში არსებულ და მის მიერ შექმნილ საბუთებზე მოთხოვნათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, სისტემატიზაცია, პროგნოზირება და გავრცელება; საკადასტრო და სხვა სამუშაოთა მიმდინარეობის მონიტორინგი, საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა. 10. შესყიდვების სამსახურის ძირითადი ამოცანაა სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. 11. კადრებისა და ტრენინგის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სისტემაში კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და მისი ანალიზი; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოება, ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზაცია, კადრების რეზერვის შექმნა; სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი. 12. კანცელარიის ძირითადი ამოცანაა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სხვა საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ადმინისტრაციული აქტების შესრულების შემოწმებისა და კონტროლის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 13. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ეროვნული სააგენტოსა და თავმჯდომარის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე. 14. შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება, პროფილაქტიკა, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი, თავმჯდომარის დავალებით ეროვნული სააგენტოს სამსახურების საქმიანობის შემოწმება; შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და თავმჯდომარისათვის წარდგენა; ეროვნული სააგენტოს სახსრების ხარჯვაზე შიდა აუდიტის ჩატარება, შიდასაუწყებო საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა. 15. რეესტრის ინფორმაციული მართვის ცენტრის ძირითადი ამოცანაა ეროვნული სააგენტოს შიდა და გარე ინფორმაციული უზრუნველყოფა; ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება; ეროვნული სააგენტოსათვის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და ტექნიკური მომსახურება; ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზების, ლოკალური და გლობალური ქსელების, კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის ორგანიზება; ეროვნულ სააგენტოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; საინფორმაციო სისტემის უსაფრთხოების დაცვა. 17. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ძირითადი ამოცანებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უძრავ და მოძრავ ნივთებზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით განსაზღვრული წინასწარი ჩანაწერის რეგისტრაცია; გ) ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების რეგისტრაცია; დ) უძრავ და მოძრვ ნივთებზე ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და გაცემა; ე) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება; ვ) საჯარო რეესტრის მონაცემთა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაცია და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა; ზ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების აღრიცხვა; თ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის, სარეგისტრაციო მოწმობის, საკადასტრო რუკებისა და გეგმების გაცემა და შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებათან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთა კონსულტირება; კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 8🔗. სააგენტოს ქონება 1. ეროვნულ სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონის შესაბამისად. 2. ეროვნული სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.     მუხლი 9🔗. სააგენტოს ფინანსები ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სარეგისტრაციო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.     მუხლი 11🔗. ეროვნული სააგენტოს ლიკვიდაცია ეროვნული სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულებების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.