„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№207
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.024040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207

2023 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №6 დანართის (ტუბერკულოზის მართვა):

1. მე-3 მუხლს დაემატოს
შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ფუნქციონირების ხელშეწყობა.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. პროგრამის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 285 714 ლარისა თვეში.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება ხორციელდება სააგენტოს მიერ სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, მხარეებს შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის
ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 17,200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 12 600 ლარი თვეში)

4,673.2

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა

1,962.2

3

სტაციონარული მომსახურება

5,489.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

37.8

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ის შესყიდვა

2,500.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნა-ლობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 50%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

500.0

8

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ფუნქციონირების ხელშეწყობა

2,000.0

სულ:

17,200.0

.“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2023.
როდის იქნა მიღებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №207. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.024040.
რამდენი მუხლისგან შედგება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №207, 05.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024040 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5822229/