📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2023
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.166.016566
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,366 სიტყვა · ~17 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ჩამოწერის მიზეზი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 05.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2023 წლის 6 ივნისი ქ. გურჯაანი საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12–მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 22-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ახსნა-განმარტებისა და შენიშვნების ფორმა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს სააღსრულებლო ფურცლის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების  აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად. მუხლი 7🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების  – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების   აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად. მუხლი 8🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის  აქტის ფორმა დანართი №8-ის    შესაბამისად. მუხლი 9🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 იანვრის №1 დადგენილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 14/01/2019, 010250050.35.166.016426). მუხლი 10🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №24 დადგენილების „მკაცრი აღრიცხვის ფორმების – მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დამტკიცების შესახებ“ (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 13.03.2018, 330010040.35.166.016391) მე-2 მუხლი. მუხლი 11🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი დანართი № 1 საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ  სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და  საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე და უფლებამოსილი პირები   1. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების და საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების (გარდა 46​5, 46​6, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა)  განხილვისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – „ზედამხედველობის სამსახური“) უფროსი და იმავე სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოხელეები. 2. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით,  43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით  გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე (როდესაც ადგილზე არ შედგება საჯარიმო ქვითარი) უფლებამოსილნი არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოხელეები, გარდა 43​1, 43​2, 46​5, 46​6, 172​8, 172​9 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა.   3. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 46​5, 46​6, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების მოხელეები. 4. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია მუნიციპალური ა(ა)იპ  „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის შედგენის წესი  და მისი შინაარსი 1. თუ  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის უფლებამოსილი საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე  მუხლის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითარი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოსამსახურესთან, მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების აუცილებლობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის მესამე პირი სააღსრულებო ფურცელთან ერთად ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 4. საჯარიმო ქვითრის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.  5. საჯარიმო ქვითრის: ა) I ნაწილს ავსებს უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე; ბ) I ნაწილის: ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შედგენის ადგილი; ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები, ფიზიკური პირის შემთხვევაში მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო   ნომერი; ბ.ე) მე-5 პუნქტში  შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის  ადგილი, დრო, არსი; ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის; ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება ჯარიმის ოდენობა; ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი,  სახელი, გვარი, მისამართი; ბ.ი) მე-9 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება. 6. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში  ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები საჯარო მოსამსახურე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 7. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემვსები საჯარო მოსამსახურე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე, საჯარიმო ქვითარზე ხელს აწერს მოწმეც. 8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა, საჯარიმო ქვითრის შემვსები საჯარო მოსამსახურის მიერ, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 9. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო  თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში  ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის შესაბამისად. 11. საჯარიმო ქვითარი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში. 12. სამსახური საჯარიმო ქვითრის შევსებიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და  განხილვის წესი  და მისი შინაარსი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით  გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე. აგრეთვე, თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, უფლებამოსილი საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. მუნიციპალიტეტის განსჯადობას დაქვემდებარებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირები არიან:   ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოხელეების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ბ) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 46​5, 46​6, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო მესამე ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირი დამატებით იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტსა და ფაქტობრივ გარემოებას, ასევე სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით და განხილვის შედეგად იღებს საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 267-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოსამსახურე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები საჯარო მოსამსახურე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე  ხელს აწერს მოწმეც. 7. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოსამსახურის მიერ, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 8. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში. 10. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელების წესი სამსახური და უფლებამოსილი საჯარო მოხელეები საჯარიმო ქვითრების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების  გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას, ახორციელებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის  მოთხოვნათა  დაცვით. მუხლი 6🔗. საჯარიმო  ქვითრებით და  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგება, საჯარიმო  ქვითრებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების  გაცემისა და დაბრუნების  წესი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ქვითრებით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას ახორციელებს სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის  შესაბამისად. 2. საჯარიმო ქვითრების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების  გაცემა, მიღება  აღირიცხება ოქმების აღრიცხვის ჟურნალებში (შემდგომში – ჟურნალი) დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება დაბრუნებული  (გაფუჭებული, უვარგისი) ოქმების აღრიცხვის ჟურნალებში (შემდგომში – ჟურნალი). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალები იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს, ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, კეთდება ჩანაწერი რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალი ინახება სამსახურში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 10. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 12. საჯარიმო ქვითრების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების  ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ან ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა უფლებამოსილი საჯარო მოხელის  მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 10🔗. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვაზე არის გამოტანილი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/შედგენილია საჯარიმო ქვითარი, მისი გამოტანიდან/შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში. 2. პირს, ვის მიმართაც საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვაზე არის გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/შედგენილია საჯარიმო ქვითარი, მისი გამოტანიდან/შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სასამართლოში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234​​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. დანართი №2 გურჯაანის მუნიციპალიტეტი ნაწილი I საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 1. შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––––                                                     (რიცხვი, თვე, წელი) 2. შედგენის ადგილი: ––––––--------------------------------------------------- 3. შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––––----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––– (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა);­ იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----------------------------------------------------------------––---------------------------------------- 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ კოდექსის –––-----–– მუხლის –––-----– ნაწილით. 7. ჯარიმის ოდენობა: ––––––––––––– ლარი 8. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): –––––––––––––––––––––––––––––––-----------------------------------–––––– (მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა) 9. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––-–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება) 10.  მიმღები მოლარე: –––––---------–––––    ––––––---––––                                         (ხელმოწერა)              (თარიღი)    საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ––––-----------–––––– მოწმე:    –––––––––––––––                (ხელმოწერა) ოქმის შემდგენელი:  ––––––––------------–––––––                                            (ხელმოწერა) სამართალდამრღვევი:   ––––––––--------------–––––––                                                 (ხელმოწერა) ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: ––––––––––––––-----------–––––––––––––––––-------------------------------------------------- ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა № ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. 1. –––––––––––––––––––––––––––––––         (გადამხდელის სახელი და გვარი) 2. –––––––––––––––––––––––––––––––             (გადამხდელის მისამართი) 3.––––––––––––––––––––––––––––––––                     (ჯარიმის ოდენობა) 4.––––––––––––––––––––––––––––––––     (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი, ნაწილი) 5. –––––––––––––––––––––––––––––––     (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. –––––––––––––––––––––––––––––––    (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე:–––––––––––––––                                    (ხელმოწერა) 8. შემომტანი:–––––––––––––––––––––                               (ხელმოწერა)  ბ.ა. თარიღი: –––––––––––––––––––––––––                    (რიცხვი, თვე და წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება/საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა  კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის –    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი №13) 10 დღის ვადაში გასაჩივრების შესახებ, ხოლო საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში – ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის 10 დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24)  გასაჩივრების შესახებ.   სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის (საჯარიმო ქვითრის –   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) მისთვის ჩაბარებიდან, ასევე ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისათვის სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი:                                                                                                                         დამამზადებელი: მისამართი:                                                                 რეგისტრაციის № დანართი №3 გურჯაანის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №          ––––––––––––––––––– 20  --     წ .                                                                 -----------------------                                                                                                                                  ოქმის შედგენის ადგილი          1.––––––––––––––––––------------------------------------------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----––––, (ოქმის შემდგენელი პირის  თანამდებობა, სახელი, გვარი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად შევადგინე აღნიშნული ოქმი. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი: სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება: სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი: სამართალდარღვევის შინაარსი: ------------------------------------------------------------------------- რაც გათვალისწინებულია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, (მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. მე, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, (სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი) გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“. 4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერებით. ოქმი შევადგინე:                             –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა ოქმს გავეცანი:                              ––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                         სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა მოწმეები (დასწრების შემთხვევაში): ––––––––––––––––––––––––––––––––             –––––––––––––––––––––                ––––––––––––––––––––––––       სახელი, გვარი                                                 მისამართი, პირადი ნომერი                            ხელმოწერა –––––––––––––––––––––––-–––––––                 ––––––––––––––––------–––––––––             ––––––––––––––––––       სახელი, გვარი                                                 მისამართი, პირადი ნომერი                             ხელმოწერა დაზარალებულები: ––––––––––––––––––––––––––––––––              –––––––––––------–––––––––––––               –––––––––––––––––       სახელი, გვარი                                                   მისამართი, პირადი ნომერი                           ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––              ––––––––––––––––––––––––                                       ––––––––––––––––       სახელი, გვარი                                                  მისამართი, პირადი ნომერი                              ხელმოწერა 5. ოქმის ასლი ჩავიბარე: ––––––––––––––––––––––––           –––––––––––––––––––––-–––                                     ––––––––––––– სამართალდამრღვევის სახელი, გვარი                 მისამართი, პირადი ნომერი                          ხელმოწერა შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ არის საქმის შეწყვეტის საფუძველი. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. დამკვეთი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამამზადებელი: მისამართი: რეგისტრაციის № დანართი №4 ახსნა-განმარტების  და  შენიშვნების ფორმა  საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო 1. დამრღვევის: ა ) გვარი, სახელი, მამის სახელი: _________________________________________ ბ ) პირადი №:  ___________________________________________________________ გ ) მისამართი : _________________________________ დ ) დაბადების თარიღი : ______________________________________________                                                                                                              რიცხვი, თვე, წელი ე ) სამუშაო ადგილი : ________________________________________________ ________________________________________________________________________ ვ ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის   სერია და ნომერი: ________________________ ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _______________________ თ ) ------------------------------------------------------------------------------- კოდექსის:  ________________________________________________________________________________                                                                                       მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი 2. ახსნა-განმარტებ ან/და შენიშვნის შინაარსი : ___________________________________________ _________________________________________________________________________________________________ დამრღვევის ხელმოწერა ________________________           თარიღი : __________________                                                                                                                                          რიცხვი, თვე, წელი; დანართი №5 სააღსრულებო  ფურცლის ფორმა   საქმე № -----                                                ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო     ფ უ რ ც ე ლ ი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                   (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საჯარიმო ქვითრის  – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-  სამართლებრივი აქტის  შედგენის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევის ოქმის სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის ხელმოწერა:  ------------------------ დანართი №6 საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № ოქმის (საჯარიმო ქვითრის) გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი ოქმის (საჯარიმო ქვითრის)  მიმღები პირი ოქმის (საჯარიმო ქვითრის)  შემდგენელი პირი შენიშ ვნა გაცემის თარიღი ოქმის (საჯარიმო  ქვითრის)  № სახელი გვარი  თანამდებობა ხელ-მოწერა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი  თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 დანართი №7 დაბრუნებული  (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების  აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № დაბრუ-ნების თარიღი ჩამო-წერის აქტის ნომერი ოქმის (საჯარიმო ქვითრის) № ოქმის (საჯარიმო ქვითრის)დამბრუნებელი პირი დაბრუნებული ოქმის (საჯარიმო ქვითრის) მიმღებიპირი შენიშვნა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამ-დებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 დანართი №8 გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების-ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა  ოქმების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების  ჩამოწერის  აქტის ფორმა გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმებისა და  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის აქტი № ----- ქ. გურჯაანი                                                                                                                      ----------   20--  წელი № ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ჩამოწერის მიზეზი რაოდენობა ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ინდივიდუალური ნომერი 1 2 3 4