⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.08.2010)
გაუქმებულია:

“მზღვეველის, გადამზიდველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდ მომავალი 3 წლის ბიზნეს-გეგმის ძირითადი მონაცემების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 16.07.2004
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 290.010.000.12.220.006.579
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 26/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,027 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2004 მიღება
04.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“მზღვეველის, გადამზიდველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდ მომავალი 3 წლის ბიზნეს-გეგმის ძირითადი მონაცემების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:21.0pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:21.0pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:37.3pt .75in 44.95pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.010.000.12.220.006.579 საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №32 2004 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი მზღვეველის, გადამზღვეველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომავალი 3 წლის ბიზნეს-გეგმის ძირითადი მონაცემების დამტკიცების შესახებ „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „მზღვეველის, გადამზღვეველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომავალი 3 წლის ბიზნეს-გეგმის ძირითადი მონაცემები” (თან ერთვის). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ცერცვაძე მზღვეველის, გადამზღვეველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომავალი 3 წლის ბიზნეს-გეგმის ძირითადი მონაცემები     მუხლი 1🔗 1. „მზღვეველის, გადამზღვეველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომავალი 3 წლის ბიზნეს-გეგმის ძირითადი მონაცემები” შემუშავებულია „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და განსაზღვრავს მზღვეველის, გადამზღვეველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომავალი 3 წლის ბიზნეს-გეგმის ძირითად მონაცემებს. 2. აღნიშნული მოთხოვნები გამოიყენება დაზღვევის თითოეული სახეობის სალიცენზიო განაცხადის წარდგენისას.     მუხლი 2🔗 მზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულნი არიან ბიზნეს-გეგმაში ასახონ: 1. სავარაუდო სადაზღვევო ბაზრის ანალიზი, მისი სავარაუდო მოცულობის და იმ სავარაუდო სეგმენტის ჩვენებით, რომელზეც გათვლილია პროდუქტის რეალიზება, განსახორციელებელი დაზღვევის სახეობის (სახეობების) მიხედვით; განაცხადში წარმოდგენილი დაზღვევის სახეობის (სახეობების) მიხედვით სადაზღვევო პროდუქტის გასაღების მეთოდები (მაგ: საკუთარი ორგანიზაციით, ბროკერების მიერ, აგენტების მიერ, ან ყველა მეთოდით) და მისი სტიმულირების და სრულყოფის პერსპექტივები. 2. გადამზღვეველი ვალდებულია ბიზნეს-გეგმაში ასახოს სავარაუდო გადაზღვევის ბაზრის ანალიზი, მისი სავარაუდო მოცულობა და სავარაუდო სეგმენტი.     მუხლი 3🔗 მზღვეველი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი და გადამზღვეველი (თუ გადაზღვევაზე მიღებული რისკების გადაცემა მათი შემდგომი გადაზღვევის მიზნით განხორციელდება) ვალდებულნი არიან ბიზნეს-გეგმაში ასახონ გადაზღვევის სისტემის ძირითადი მახასიათებლები: 1. ორგანიზაციის გადაზღვევის (თუ გადაზღვევაზე მიღებული რისკების გადაცემა მათი შემდგომი გადაზღვევის მიზნით განხორციელდება) პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, იმ სავარაუდო მეთოდების და მოცულობის ჩვენებით, რომლითაც უნდა განხორციელდეს გადაზღვევა (თუ გადაზღვევაზე მიღებული რისკების გადაცემა მათი შემდგომი გადაზღვევის მიზნით განხორციელდება); 2. ინფორმაცია სავარაუდო გადამზღვეველი პარტნიორების შესახებ; 3. გადამზღვეველი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები.     მუხლი 4🔗 ბიზნეს-გეგმაში ასახვას ექვემდებარება: 1. სადაზღვევო (გადაზღვევის) რისკის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები; 2. სადაზღვევო (გადაზღვევის) რისკის ძირითადი ფაქტორების ანალიზი; 3. სადაზღვევო (გადაზღვევის) პრემიის (საპენსიო შენატანის) გათვლის მეთოდი(ები); 4. ზარალების დარეგულირების პოლიტიკა და ანაზღაურების წესი.     მუხლი 5🔗 მზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელებისას ვალდებულნი არიან ბიზნეს-გეგმაში წარმოადგინონ ინფორმაცია ორგანიზაციის აქტუარის შესახებ, აგრეთვე აქტუარული გაანგარიშების ძირითადი მაჩვენებლები.     მუხლი 6🔗 მზღვეველი, გადამზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულნი არიან ბიზნეს-გეგმაში ასახონ ინფორმაცია ორგანიზაციის აუდიტორის შესახებ.     მუხლი 7🔗 1. მზღვეველი ვალდებულია ბიზნეს-გეგმაში ასახოს ინფორმაცია ფინანსური მაჩვენებლების შესახებ დაზღვევის თითოეულ სახეობაზე შემდეგი მონაცემების ჩვენებით: ა) საკუთარი სახსრების მოცულობა; ბ) ხელშეკრულების რაოდენობა დაზღვევის თითოეული სახეობის მიხედვით; გ) საშუალო სადაზღვევო (გადაზღვევის) ტარიფი; დ) ჯამური სადაზღვევო (გადაზღვევის) პრემია (საპენსიო შენატანი); ე) ჯამური სადაზღვევო (გადაზღვევის) თანხა; ვ) მოსალოდნელ ზარალებზე გასაცემი თანხები; ზ) სადაზღვევო რეზერვები (წლების მიხედვით); თ) პრევენტული ღონისძიებების ფონდი; ი) დანახარჯები საქმის წარმოებაზე (მათ შორის საკომისიო ანაზღაურებაზე); კ) ინდივიდუალური სადაზღვევო რისკის მიხედვით მაქსიმალური პასუხისმგებლობა; ლ) მოგება (მათ შორის საინვესტიციო საქმიანობიდან). 2. გადამზღვეველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ბიზნეს-გეგმაში აისახება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები, გარდა „თ” და „კ” ქვეპუნქტებისა.      მუხლი 8🔗 მზღვეველი, გადამზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელნი ვალდებულნი არიან ბიზნეს-გეგმაში ასახონ სატარიფო განაკვეთის სტრუქტურა დაზღვევის სახეობის მიხედვით შემდეგი სახით: 1. ნეტო-განაკვეთი; 2. დატვირთვა; 3. მოგება; 4. ბრუტო-განაკვეთი.     მუხლი 9🔗 ბიზნეს-გეგმის მონაცემები უნდა შეიცავდეს:  1. ინფორმაციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის (პირების) (დირექტორატის) შესახებ;  2. ინფორმაციას ორგანიზაციის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ;  3. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოცემული ინფორმაცია უნდა ასახავდეს შემდეგ მონაცემებს:   ა) სახელი და გვარი (იურიდიული პირისათვის სახელწოდება, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები); ბ) მისამართი (იურიდიული პირისთვის იურიდიული მისამართი); გ) დაბადების ადგილი და თარიღი (ფიზიკური პირისათვის); დ) მოქალაქეობა (ფიზიკური პირისათვის); ე) ამჟამინდელი საქმიანობა და ადრინდელი საქმიანობა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში (ფიზიკური პირისათვის); ვ) მონაცემები ნასამართლობის შესახებ.     მუხლი 10🔗 მე-9 მუხლში მოცემულ მონაცემებთან ერთად ბიზნეს-გეგმაში უნდა აისახოს ინფორმაცია: 1. ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ; 2. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების შესახებ; 3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების შესახებ შემდეგი მონაცემების ჩვენებით:  ა) ავტობიოგრაფიული მონაცემები;  ბ) მისამართი;  დ) მოქალაქეობა;  ე) აღნიშნულ კომპანიაში დაკავებული თანამდებობა;  ვ) მონაცემები ნასამართლობის შესახებ.     მუხლი 11🔗 ბიზნეს-გეგმის მონაცემები აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ორგანიზაციის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, მათ შორის: 1. ინვესტირების ძირითადი მიმართულებები; 2. სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების მიმართულებები; 3. თითოეული საინვესტიციო ობიექტის სავარაუდო ღირებულება; 4. მონაცემები იმ საბანკო დაწესებულებების შესახებ, სადაც ორგანიზაციას გახსნილი აქვთ საბანკო ანგარიშები.     მუხლი 12🔗 მზღვეველები, გადამზღვეველები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარმოდგენილ სალიცენზიო განაცხადს თან დაურთონ ბიზნეს-გეგმა ამ ბრძანებაში ჩამოთვლილ მონაცემთა სრული დაცვით, ხოლო მზღვეველის მიმართ ყოველი შემდგომი ლიცენზიის მისაღებად გამოიყენება ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ ბრძანების მე-5, მე-6, მე-9 და მე-10 მუხლებით განსაზღვრული მონაცემებისა, ხოლო თუ მზღვეველის მიერ წარმოდგენილი შემდგომი სალიცენზიო განაცხადი შეეხება სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელებას, მაშინ ბიზნეს-გეგმაში ასახულ უნდა იქნეს აგრეთვე მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.