„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№215
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.10.003.001.160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 06/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №215
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებით (სსმ III, 2008 წ., №10, მუხლი 107) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ყადაღის დადება ადმინისტრაციული აქტია. იგი ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე და უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;
ბ) გამომცემ საგადასახადო ორგანოს;
გ) სათაურს;
დ) საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
ე) გამოცემის დროსა და ადგილს;
ვ) გამომცემი საგადასახადო ორგანოსაგან მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.“.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ფასიანი ქაღალდები და/ან ფასიანი ნივთები შესანახად ამოიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ქონებაზე ყადაღის მოხსნა
1. მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება:
ა) აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე;
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ან გაკოტრების საქმისწარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგე-ნილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;
გ) თუ საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია;
დ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ორი სამუშაო დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის უფლების გაუქმების (ყადაღის მოხსნის) თაობაზე და უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.“.
4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი    გ. მგალობლიშვილი

დანართი №2

ა ქ ტ ი

მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ

_________________________   _________________ 200    წ.______________
(  აქტის შედგენის ადგილი)                    (რიცხვი, თვე)                        (საათი და წუთი)

რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/
საგადასახადო ინსპექციის

№______ ბრძანების საფუძველზე   ______________________________________________
რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო
ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის დასახელება

______________________________________________________________________________
(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის
წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

მოვახდინე მოვალის ____________________________________________________________
(მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)

ქონების დაყადაღება (აღწერა)

შემდეგი პირების თანდასწრებით:
1. ___________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
2. ___________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
______________________________________________________________________________

მოვალე (მოვალის წარმომადგენელი): ___________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)

აღწერილ იქნა შემდეგი ქონება (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის):

№
საგნების დასახელება და აღწერა (განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვა)
ზომის ერთეული (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვა)

თითოეული საგნის შეფასება ლარებში

აღნიშნული საგნების ან/და სადგომის დალუქვის შესახებ აღნიშვნა და დადებული ლუქების (ბეჭდების)რაოდენობა და ნომრები

ერთეულის                                                                                                ფასი
საერთო ღირებულება

1
2
3
4
5
6

ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება  ___________________________ ლარი
თანხა სიტყვიერად

თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება არა უგვიანეს ორი თვის ვადაში საგადასახადო ორგანოს ან ექსპერტის/აუდიტის მიერ, დაერთვება მოვალის დაყადაღების (აღწერის) აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა ______________________________________
(შემნახველის სახელი და გვარი)
_________________________________________________ , რომელსაც განემარტა
(მისამართი)

საქართველოს სსსკ 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი ამ ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების ან/და ქონების შესანახად გადაცემისათვის.

მოვალეს და დამსწრე პირებს განემარტათ, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.

ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:

რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/
საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი                  /____________________/

დამსწრეები:

1.                                                                                              /____________________/

2.                                                                                        /____________________/

მოვალე:                                                                                     /____________________/
ქონების შემნახველი:                                                    /____________________/
(სახელი და გვარი)

შენიშვნა: __________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.11.2008.
როდის იქნა მიღებული „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №215. სარეგისტრაციო კოდი — 040.090.000.10.003.001.160.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №215, 05.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.001.160 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5824/