სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 30.05.2023
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-41. 41231502
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფელის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № გ-41.41231502
2023 წლის 30 მაისი
სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართის შესაბამისად.
2. განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ.№247).
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია