“იაპონიის პროგრამა 2 კრ-ით მიღებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციიდან საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 21.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-140
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.006.582
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 30/07/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“იაპონიის პროგრამა 2 კრ-ით მიღებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციიდან საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.006.582
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-140
2004 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
იაპონიის პროგრამა 2KR-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციიდან საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იაპონიის პროგრამა 2KR-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციიდან საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების თანდართული წესი.
2. დაევალოს სამინისტროს აპარატს უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და „საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ტყეშელაშვილს.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შერვაშიძე
იაპონიის პროგრამა 2KR-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციიდან საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მისი მიზანია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციიდან საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესის განსაზღვრა.
2. იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის ფარგლებში მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციიდან საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხები დაბრუნების პირობით გაიცემა წინამდებარე წესის შესაბამისად.
3. საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების განაწილება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იაპონიის მხარესთან შეთანხმებული პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე იაპონიის მხარის თანხმობაა საჭირო ძირითადი მიმართულების ცვლილების შემთხვევაში.
4. საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გაცემა ხდება სარგებლობისათვის პროცენტის დარიცხვის გარეშე დაბრუნების პირობით, რომელსაც თითოეული მიმართულების მიხედვით (მ.შ. დასაბრუნებელ თანხას და დაბრუნების ვადას) ადგენს მმართველი ორგანო.
5. მომხმარებლის მიერ თანხების დაბრუნება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მომხმარებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული თანხები უნდა მიიმართოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროექტების განსახორციელებლად.
7. საპარტნიორო ფონდიდან გაცემული თანხების გამოყენების მიზნობრიობის მონიტორინგს ახორციელებს მმართველი ორგანო.
8. საპარტნიორო ფონდის ანგარიშზე დეპონირებული თანხების განაწილების მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრი ქმნის საკონკურსო კომისიას (შემდგომში – „კომისია”), რომლის გადაწყვეტილებები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იაპონია – გრანტის გამცემი ქვეყანა;
ბ) მმართველი ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) პრეტენდენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხის მიღებაზე;
დ) მომხმარებელი – კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი;
ე) ახლო ნათესავი – პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები;
ვ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირები.
მუხლი 3🔗. მმართველი ორგანოს უფლებები და მოვალეობები
მმართველი ორგანო:
ა) ადგენს საპარტნიორო ფონდიდან გასაცემი თანხების ოდენობას;
ბ) იაპონიის მხარესთან შეთანხმებული პრიორიტეტების შესაბამისად, განსაზღვრავს თითოეული პრიორიტეტის მიხედვით გამოსაყოფი თანხის ოდენობას, მათ დანაწილებას ლოტებად, ერთი ლოტის მოცულობას;
გ) ატყობინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაბრუნებული თანხების ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ;
დ) იაპონიის მხარესთან შეთანხმებული მიმართულებების მიხედვით საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხის განაწილებას ახდენს კონკურსის საფუძველზე;
ე) აფორმებს ხელშეკრულებას მომხმარებელთან;
ვ) ატარებს მონიტორინგს მომხმარებლის მიერ თანხების მიზნობრივ გამოყენებაზე.
მუხლი 4🔗. საკონკურსო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობის წესი
1. კომისიას ქმნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, პასუხისმგებელი მდივანი და არანაკლებ ხუთი წევრი.
3. კომისიის წევრებად შეიძლება იყვნენ როგორც მმართველი ორგანოს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.
5. კომისია:
ა) შეიმუშავებს და მმართველ ორგანოს წარუდგენს მომხმარებელსა და მმართველ ორგანოს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმას;
ბ) უზრუნველყოფს საკონკურსო პირობების გამოქვეყნებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში”.
გ) შეიმუშავებს საკონკურსო დოკუმენტაციას.
6. კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 2/3.
7. კომისიის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტი.
8. კომისიის წევრები გადაწყვეტილებას ღებულობენ წერილობითი ფორმით.
9. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ
1. კონკურსის ჩატარების დროს კომისია მმართველი ორგანოს სახელით აქვეყნებს განცხადებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
2. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს განაცხადების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
3. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მმართველი ორგანოს რეკვიზიტებს;
ბ) საპარტნიორო ფონდიდან გასაცემი თანხის ოდენობას თითოეული პრიორიტეტის მიხედვით, მათ დანაწილებას ლოტებად, ერთი ლოტის ოდენობას;
გ) მოთხოვნებს საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ;
დ) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ადგილსა და წესს;
ე) კომისიის პასუხისმგებელი მდივნის სამსახურებრივ კოორდინატებს, რომელიც უფლებამოსილია კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე.
მუხლი 6🔗. საკონკურსო დოკუმენტაცია
საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) კონკურსის პრიორიტეტებს, მათ დანაწილებას ლოტებად და ერთი ლოტის მოცულობას;
ბ) განაცხადის შედგენისა და წარდგენის ინსტრუქციას;
გ) განაცხადის წარდგენის ვადასა და ადგილს;
დ) პრეტენდენტი იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;
ე) მითითებას პრეტენდენტების მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ;
ვ) მითითებას განაცხადების გახსნის თარიღის, ადგილისა და წესის შესახებ;
ზ) განაცხადების შეფასებისათვის დადგენილი კრიტერიუმების, მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტებისა და შეფასების წესის შესახებ.
მუხლი 7🔗. განაცხადის მიღებისა და გახსნის წესი
1. პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ფიზიკური პირის) მიერ და წარედგინოს კომისიას დახურული კონვერტით.
2. განაცხადის მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი საკონკურსო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.
3. ყოველ პრეტენდენტს აქვს მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენის უფლება.
4. პრეტენდენტის მიერ განაცხადი კეთდება მხოლოდ ერთ ლოტზე.
5. მმართველმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული განაცხადების უსაფრთხო შენახვა განაცხადების გახსნამდე.
6. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ მიიღება.
7. პრეტენდენტს უფლება აქვს განაცხადის მიღების ვადის დასრულებამდე ნებისმიერ დროს წერილობით მიმართოს კომისიას თხოვნით განაცხადის გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
8. განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 7 დღის ვადისა იმართება კომისიის დახურული სხდომა.
9. განაცხადის გახსნის შემდეგ მასში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.
მუხლი 8🔗. განაცხადების შერჩევა
1. განაცხადების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკონკურსო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება:
ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს განაცხადს;
ბ) არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება და სხვა).
3. განაცხადის შერჩევის დროს აგრეთვე უნდა შემოწმდეს არის თუ არა მათში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ განაცხადის წარმომდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება.
4. შერჩევის პროცესში კომისია ახდენს განაცხადების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად:
ა) განაცხადები, რომლებიც შეიძლება მისაღებად ჩაითვალონ;
ბ) განაცხადები, რომლებიც მნიშვნელოვანი გადახრების, შეცდომების ან საკონკურსო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად.
5. განაცხადი არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს ან არ დაეთანხმება განაცხადში ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შესწორებების შეტანაზე;
გ) თუ განაცხადი არ შეესაბამება საკონკურსო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;
დ) თუ კონკურსის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.
მუხლი 9🔗. განაცხადის განხილვისა და შეფასების წესი
1. შეფასებისათვის დაშვებული განაცხადების შერჩევის შემდეგ კომისია ახდენს განაცხადების დეტალურ განხილვასა და შესწავლას.
2. განაცხადების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ კომისია ახდენს განაცხადების შეფასებას, საკონკურსო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
3. პრეტენდენტების შეფასების მიზანს წარმოადგენს მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება.
4. განაცხადის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წარმოდგენილი ქონებრივი გარანტიის შესაბამისობა მოთხოვნილ თანხასთან (კოეფიციენტი 0,2);
ბ) ფინანსური მდგომარეობა (კოეფიციენტი 0,3);
გ) საქმიანობის ეფექტურობა (კოეფიციენტი 0,3);
დ) დარგში მუშაობის გამოცდილება (კოეფიციენტი 0,2).
5. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.
6. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის განაცხადს ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათ ქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფი-ციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის განაცხადის ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენ-ტისათვის მიცემულ ხმად. საკონკურსო კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით.
7. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის განაცხადი მიიღებს ერთნაირ შეფასებას, კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ შეფასება აბსოლუტურად იდენტურია, კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
8. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები და დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია განაცხადების განხილვაში მონაწილე პირების და კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
10. გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში მმართველი ორგანო აცნობებს შედეგებს კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულებს ხელშეკრულების დასადებად.
მუხლი 10🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება
1. კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტებისათვის კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში მმართველ ორგანოსა და მომხმარებლებს შორის ფორმდება ხელშეკრულებები.
2. ხელშეკრულება იდება საკონკურსო დოკუმენტაციისა და მომხმარებლის განაცხადით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. მმართველ ორგანოსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულება დასტურდება ნოტარიუსის მიერ (მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი).