ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.1975
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/01/1975
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.1975 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს 1611 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 161🔗1. უხარისხო მშენებლობა
სამშენებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, სამუშაოთა მწარმოებლების, ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირთა მიერ უხარისხოდ, ან ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შეუსაბამოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული და სხვა ნაგებობების საექსპლუატაციოდ ჩაბარება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის ორგანოს გამომძიებლები.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის „160“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1611“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1975 წლის 27 იანვარი.