მუხლი 15. მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის მექანიზმები
თავი VI — სახელმწიფო რეგულირება, კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. მომსახურების მიმღებს უფლება აქვს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მე-8−მე-10 მუხლების დარღვევის შემთხვევებში სააგენტოს მიმართოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსებობა მომსახურების მიმღებს არ ართმევს სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლებას ან/და დავის მედიაციის გზით გადაწყვეტის უფლება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (13.06.2023).